გია ვოლსკი: მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს

„მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

„ეს არის ტრადიცია, ოჯახი, თუნდაც ბავშვების უფლებების დაცვა. ვუხსნით, რომ ჩვენთვის არ არის პრობლემა ამ ფორმის უმცირესობისადმი ვიყოთ ლოიალური, სახელმწიფოში კანონია მიღებული, რომ ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე ერთნაირად პასუხისმგებელია. სტიგმატიზაციას არ ვახდენთ.

ჰერჩინკსი გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს ევროპის გზაზე უარი აქვს ნათქვამი, რაც სიცრუეა. შემდეგ იყო - საქართველო მოგვმართავს, როგორც წესი ითვალისწინებს და ჩვენ უარი ვუთხრათ, რადგან ჩემს ნათქვამზე ხალხი არ აღელდა და მოდით, ახლა ამ გზით წავიდეთო. თუმცა ირაკლი კობახიძემ ძალიან ნათლად უთხრა, რომ ჩვენ ხვალვე მზად ვართ ნებისმიერ თემაზე დავიწყოთ მოლაპარაკება, მაგრამ არ მოგმართავთ, რადგან არ მივიღოთ წინასწარ [უარი] რაც ჩაფიქრებული გაქვთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი გამოეხმაურა ოპოზიციის რიგებიდან ბოლო პერიოდში აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც.

„შეიძლება ნიკა გვარამია თავის თავს რეკლამას უკეთებს, ინტრიგა შემოაქვს, მაგრამ ეს თემა ადრეც იდგა, ტერიტორიებზე უარი ვთქვათ, მეორე დღეს ნატოში მიგვიღებენ - არ არსებობს ასეთი რამ. აგერ უკრაინა სისხლში იხრჩობა, მაგრამ უთხრეს, რომ არათუ ნატოში, ევროკავშირში რომ შემოხვიდეთ, არის ვარიანტი, მაგრამ ხმის ამოღების უფლებაც არ გექნებათო.

შემოაქვთ უტოპიური თემა, რომელსაც აძლევენ ისეთ სკანდალურ ფორმულირებას, რომელმაც უნდა გამოიწვიოს ახალი დაპირისპირება. იქ აფხაზეთში უკვე გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, აი ხომ ვამბობდით - მართალს ამბობს ბარამიძე და იმიტომ დაიჭირესო. ეს აწყობს ყველა მხარეს, რუსეთსაც.

ბარამიძის მესიჯი გაცილებით მძიმეა, რასაც გვარამიამ უჭკუობა დაარქვა. გვაქვს გამოცდილება ამ ადამიანების პროვოკაციებისადმი მიდრეკილების და არ გვაქვს უფლება დავუშვათ, რომ ეს ჩვეულებრივი ნათქვამია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790183135

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ...

მაკა ბოჭორიშვილი:

1790182026

ახალი ამბები

მარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს

ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსე...

მარკო რუბიო

1790179717

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპი...

ირაკლი კობახიძე

1790178569

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.   შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასა...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

1790176509

ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფ...

პროკურატურა პროკურატურა