გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია იწყება

 იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათი) შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:

• სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;

• სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათპირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;

• მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;

• მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754895266

საზოგადოება

იმერეთის პოლიცია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზესტაფონის და სამტრედიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმ...

პოლიციის ლენტა

1754891785

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: სპეკულირებენ ადამიანებით, რომლებმაც თავი დადეს საკუთარი სამშობლოსთვის, იმ ჯარისკაცებით, რომელთა ცხედრები გაციებულიც არ იყო, რომ ესენი აქ ტაშ-ფანდურს მართავდნენ

 აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ მმართველ გუნდს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კვლავ აქვს კრიტიკული კითხვები. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, რომ არა „ქართული ოცნების“ გუნდის ძალისხ...

გია ვოლსკი

1754890936

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთის დაბლობში 26-31 გრადუსს მ...

ამინდი

1754890813

ახალი ამბები

შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა

 შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ისინი ოკუპანტებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდნენ. უკვდავია მათი სახელები: ა...

შინდისი

1754858663

მსოფლიო

რობერტ ფიცო - უკრაინაში კონფლიქტის შესახებ სუვერენული აზრი თითქმის სიცოცხლის ფასად დამიჯდა, მსურს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა და სლავების უაზრო მკვლელობის შეწყვეტა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება. ფიცოს თქმით, მას სუვერენული აზრი კონფლიქტის შესახებ თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა და აღნიშნავს, რომ...

რობერტ ფიცო