რობერტ ფიცო - უკრაინაში კონფლიქტის შესახებ სუვერენული აზრი თითქმის სიცოცხლის ფასად დამიჯდა, მსურს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა და სლავების უაზრო მკვლელობის შეწყვეტა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.

ფიცოს თქმით, მას სუვერენული აზრი კონფლიქტის შესახებ თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა და აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებას, რომ მისი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელია.

„მე მსურს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა და სლავების უაზრო მკვლელობის შეწყვეტა“, – განაცხადა ფიცომ.

ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც ყველაზე ინტენსიურად ეხმარებიან უკრაინას.

„თუმცა, კარგი მეზობლური ურთიერთობები ვერ იქნება ცალმხრივი. უკრაინა ელოდება, რომ ყველამ მიაღწიოს შეთანხმებას მასთან ყოველთვის. სლოვაკეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის მიწოდებით. მეორე მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა შეწყვიტა გაზის მიწოდება სლოვაკეთში უკრაინული ტერიტორიის მეშვეობით, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სლოვაკეთს“, – აღნიშნა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა დაამახინჯა სიტყვის თავისუფლება ევროკავშირში.

„ყველა აზრი, რომელიც განსხვავდება სავალდებულო აზრისგან, მკაცრად არის დაგმობილი, მაშინაც კი, თუ ის ეფუძნება ობიექტურ ინფორმაციას. უკრაინული დიპლომატიის პატივისცემის მიუხედავად, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ განსხვავებული აზრის უფლება, რომელიც ნორმალური გზით არის გადმოცემული, წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს დაა ამ უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის დასასრულის დაწყებას“, – აღნიშნა ფიცომ.

მისივე თქმით, ემხროებოდა განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლებას, მაშინაც კი, თუ ეს ნერვიულობას იწვევდა კოლეგებში ევროკავშირსა და უკრაინაში.

უკრაინის საგარეო უწყებამ 10 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის სულისკვეთებას. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ამ კრიმინალური შემოჭრის ნამდვილი მიზეზები, ასევე აგრესორ სახელმწიფოსთან ფლირტის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754849452

მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქი ბალიქესირია. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1754847160

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა

ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1754845348

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, ამერიკელებს მობეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა

ვფიქრობ, ამერიკელებს მობეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ტელეკომპანია Fox News...

ჯეი დი ვენსი

1754843073

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია

არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიო...

გია ვოლსკი

1754839694

მსოფლიო

რობერტ ფიცო - როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება

როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. ფიცოს თქმით, ის, რაც უახლოე...

რობერტ ფიცო