გიორგი ჩაკვეტაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13- წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სოციალურ ქსელში აფასებს.
ჩაკვეტაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში უწყვეტი მშვიდობა დამკვიდრდა, განმტკიცდა სუვერენიტეტი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, ქვეყანას ისტორიული მაქსიმუმი დაეფიქსირებინა.
„საქართველოს ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, ჩვენმა სამშობლომ არაერთი ქარტეხილი გამოიარა. პირველი რესპუბლიკის გამოცხადებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, დაბრკოლებები არ შემცირებულა. იყო ომები, შიდა დაპირისპირებები და სახელმწიფოებრივი სტაგნაციის ეტაპები. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებული გამარჯვებით კი, საქართველოში უწყვეტი მშვიდობა დამკვიდრდა და რეალურად განმტკიცდა სუვერენიტეტი. ამ ფონზე, ბოლო წლებში გარე წნეხმა იმატა, თუმცა ეს მცდელობები ყოველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს. ის უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანასა და ევროკავშირისა და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. იმავე ინდექსის პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაშიც, საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო. პრაგმატული და გააზრებული მშვიდობის პოლიტიკის შედეგია საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, საერთაშორისო ინდექსებში მისი დაწინაურება. დღეს, კიდევ უფრო ნათელი ხდება ის, თუ რას გადაურჩა ჩვენი სამშობლო 2022 წლის შემდეგ და ისიც, რომ ეს რისკები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და არსად წასულა“, - წერს ჩაკვეტაძე.
1784643785
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: თელავში დასასრულს უახლოვდება ღვარცოფის შედეგად წარმოქმნილი შედეგების ლიკვიდაცია, თუმცა ამით პროცესი არ დასრულდება, მთავრობისგან გვაქვს დავალება, რომ დაზიანებული არხი მთლიანად მოწესრიგდეს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბოლო პერიოდში რეგიონებში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა განმარტა რა ეტაპზეა თელა...
1784643578
ახალი ამბებილევან მახაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა - ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმან...
1784642179
საზოგადოებალევან მოსეშვილი: ჩვენ ახალ ავიამიმართულებებს ვამატებთ, მიზანი აუთვისებელი ბაზრების ათვისება და მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველ...
1784641811
ახალი ამბებილევან მახაშვილი: თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ამ პროცესში
„თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ა...
1784641300
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო 20-21 ივლისს თბილისში ძლიერი ინტენსივობის ნალექთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ც...






























