გიორგი ჯინჭარაძე: ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც აფხაზებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა გვეძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიერ დასმული ყველა საკითხი, აუცილებლად გამოიღებს გარკვეულ შედეგს

25-26 ივნისს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
„მიმდინარე რაუნდზე ქართულმა მხარემ აქტუალურად დავაყენეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი და გამოწვევა, რომელიც ჩვენ დევნილ საზოგადოებას უკავშირდება. ხაზი გაესვა უკანონო დაკავებებს, გადაადგილების შეზღუდვას და ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას.
მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებებზე როდესაც საკითხი შეეხო ჩვენი დევნილების უპირობო დაბრუნებას მათ საკუთარ სახლებში, აფხაზური მხარის მიერ მოხდა მოლაპარაკებების დატოვება, რაც სიახლე არ არის ჩვენთვის, თუმცა ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც აფხაზებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა გვეძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიერ დასმული ყველა საკითხი აუცილებლად გამოიღებს გარკვეულ შედეგს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი რთული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული გარემოს საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა აეროპორტის უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლა და ელექტრომატარებლის ამოქმედება.
მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართება.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
1751044378
სპორტიილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 29 ივნისს ლას ვეგასში 28 წლის ქართველი მებრძოლი 35 წლის ბრაზილიელს, ჩარლზ ოლივეირას შეხვდ...
1751043607
ახალი ამბებისოზარ სუბარი პრემიერს: ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვებით მიმართა. სოზარ სუბარმა ისაუბრ...
1751042136
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: როცა ელჩები ერევიან საარჩევნო პროცესებში, მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მიიღონ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც გარე დაკვეთისთვის იქნება მისაღები, ვფიქრობ, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო
„თუ საჭიროა, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო. გთხოვთ, უფრო პრინციპულები იყოთ და პრინციპულობა არ გამოიხატებოდეს მხოლოდ სათქმელში“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხ...
1751038814
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა მოვისმინეთ
„ქვეყნის ლიდერი დღეს ჩვენ საქმეზე გველაპარაკებოდა და საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინოთ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა. ჩვენ დღეს საქმეზე ორიენტირებული მოხსენება მოვისმინეთ...
1751038020
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას, მთავარი ამოცანაა ეროვნული ინტერესების გატარება, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ბევრმა ბიუროკრატმა ვერ გვაპატია
„ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ო...