გივი მიქანაძემ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მასთან ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაძლიერების მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებას, სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს, ასევე პროფესიული განათლების სფეროში პარტნიორობას, მათ შორის ვეტერინარიისა და მედიცინის მიმართულებით.
მხარეებმა შეხვედრაზე მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზეც იმსჯელეს, რაც მოიცავს ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ახალი ინიციატივების განხორციელებას.
ხაზი გაესვა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში დაგეგმილია ორივე ქვეყნის განათლების სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შეთანხმების პროექტი.
აღსანიშნავია, რომ დასრულებულია მუშაობა ახალგაზრდობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი ახლო მომავალში მოეწერება.
შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
1754408868
ახალი ამბებიირაკლი შენგელია: სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დინამიკა როგორც წინა, ასევე მიმდინარე წელს საკმაოდ პოზიტიურია
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი შენგელიას შეფასებით, საკმაოდ პოზიტიურია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის როგორც წინა, ასევე მიმდინარე წლის დინამიკა. მისი თქმით, ამას ადასტუ...
1754408553
ახალი ამბები2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალა...
1754406434
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობაზე...
1754404594
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც უმწვავესი დეფიციტებია, ცვლილებით კი შესაძლებელია მათი შევსება, ცვლილება ერთჯერადია, პარალელურად, ვმუშაობთ სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე
„პრობლემა, თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება. რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი მნიშვნელოვანი სა...
1754402324
საზოგადოებაგივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერებ...