სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯ.ე-მ, ნ.მ.-მ და ვ.ი.-მ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველოდან თურქეთში მიგრანტის სატვირთო ავტომანქანით (ფარულად) გადაყვანის მომზადებას ჯგუფურად გაუწიეს ორგანიზება, რის სანაცვლოდაც მათ დიდი ოდენობით თანხა აიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისათვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18-344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1753983382
საზოგადოებაკახა კალაძე: მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო
ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში - მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ასე მიმართა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბი...
1753983330
საზოგადოებაკახა კალაძე: პოლიტიკაში მოსვლიდან 14 წლის შემდეგ, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და გავიმეორებ იმავეს - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს
თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია თბილისის თითოეული რაიონის, უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების...
1753983278
საზოგადოებაპრემიერი: „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი, დედაქალაქის მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი - კახა კალაძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად დედაქალაქის მოქმედ...
1753982834
საზოგადოებაშემოსავლების სამსახური: „ყაზბეგის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტი განგაშის სისტემის აქტივაციის გამო დროებით მუშაობას წყვეტს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ყაზბეგის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტი განგაშის სისტემის აქტივაციის გამო დროებით მუშაობას წყვეტს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...
1753982780
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ
დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ თბილისის მერობის კანდიდატს. პირველ რიგში, მინდა გავიხსენო, რომ დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად...