გლდანის რაიონის გამგეობამ 6 თვის განმავლობაში 7 142 787 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 142 787 ლარი დაიხარჯა.

გასული 6 თვის განმავლობაში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერებს, სპორტულ მოედნებს, მოეწყო და განახლდა გზის საფარი.

კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 48 102 კვ.მეტრ ფართობზე მოწესრიგდა. სხვადასხვა სახის კეთილმოწყობის პროექტები 35 მისამართზე განხორციელდა. სამ მისამართზე მოეწყო სკვერი, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა 70 პროექტი.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობაზე მორგებული პროექტების განხორციელება და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. სწორედ ამიტომ, გამგეობისთვის პრიორიტეტულია როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე, სოციალური და კულტურული პროექტების განხორციელება. წელს, ექვსი თვის განმავლობაში გამგეობამ არაერთ ქუჩაზე მოაწესრიგა საგზაო ინფრასტრუქტურა, შექმნა მწვანე სივრცეები, ასევე, დემონტაჟი ჩავუტარეთ ავტოფარეხებს და მათ ნაცვლად სკვერები მოვაწყვეთ. გამგეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა. წელს, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი გვაქვს როგორც მიმდინარე, ასევე, დაგეგმილი“, - აღნიშნა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ ერთ-ერთი დასრულებული პროექტის დათვალიერებისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751643071

საზოგადოება

ავარია ხაშურის გასასვლელთან - დაშავდა რამდენიმე ადამიანი

ხაშურის გასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებ...

ავარია ხაშურში

1751642415

მსოფლიო

ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ის საკუთარ არხზე გა...

ტრამპი და ზელენსკი

1751640859

ახალი ამბები

რუსთავში ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს შეეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა. დაშავებული 30 წლამდე კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადა...

ავარია რუსთავში

1751639443

საზოგადოება

ნათია თურნავამ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლუქსემბურგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწი...

ნათია თურნავა

1751638599

ახალი ამბები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე იმსჯელა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებასთან...

მარიამ ლაშხი