გურამ მაჭარაშვილი პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვასთან დაკავშირებით: პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას.
მაჭარაშვილის განცხადებით, გასაგებია და ყველა თანხმდება, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა შესწავლილ იქნეს ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული.
„საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებით ამ წლის 1-ელი ივლისიდან სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებს აეკრძალებათ სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით. ამავე დადგენილებით, 2027 წლის 1 თებერვლიდან, აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე გაყიდვა. გამონაკლისია მხოლოდ 3 ლიტრზე მეტი მოცულობის წყალი და 20 ლიტრზე მეტი მოცულობის სხვა სასმელები, რომელიც არ ექვემდებარება აკრძალვას. პარალელურად აიკრძალება ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი. კარგად გვესმის, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა შესწავლილ იქნეს ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები და სწორად დაიგეგმოს ცვლილებები.
ამიტომ ვთვლით, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული. ეს რეგულაცია ფაქტობრივად აიძულებს საზოგადოებას, მოუმზადებლად გადავიდეს მინის ბოთლების მოხმარებაზე და ჩამოსასხმელ პროდუქციაზე. ასეთი წინდაუხედავი გადაწყვეტილება გამოიწვევს: პროდუქციის თვითღირებულების (დიდი ალბათობით) 20 დან 50 პროცენტამდე ზრდას; პროდუქციის არჩევანის შემცირებას; ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას; სამუშაო ადგილების დაკარგვას. მომხმარებელთან ერთად დაზარალდებიან დისტრიბუტორები, მცირე იმპორტიორები და მეწარმეები. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს: ქვეყანაში გადამუშავების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა; ალტერნატიული შეფუთვის განვითარება; 3. სუფსიდიები ბიზნესებისთვის;
წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება ეკონომიკური შოკის ეფექტი. ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებისათვის საჭიროა: აკრძალვის ნაცვლად სისტემა გავხადოთ მართვადი - მთავარი პრობლემა არა პლასტმასი არამედ მისი მართვაა; შევქმნათ გადამუშავების ინფრასტრუქტურა; შემოღებულ იქნეს დეპოზიტური სისტემა, რაც ევროპაში აპრობირებული მეთოდია. აქედან გამომდინარე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1775462350
ახალი ამბებიჩაქვში მანქანა ქვეითს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა
ჩაქვში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. შემთხვევა ჩაქვში გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება...
1775461660
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფ...
1775461315
ახალი ამბებიხარების დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო წირვას სიონის ტაძარში აღასრულებს
„ამა წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში“, - ამის შესახებ ინფორმ...
1775459704
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აზერბაიჯანის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აზერბაიჯანის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ილჰამ ალიევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევის დახვედრის ოფ...
1775458667
ახალი ამბებიპოლიციამ ბათუმში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2010 წელს დაბადებული თ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გა...































