კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა.
თბილისის ათივე რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა გადასცეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ დაკანონების პროგრამას, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს დავუდექით გვერდით. დღეს, სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. ძალიან მიხარია მათი ამბავი, ვუერთდები მათ სიხარულს. ამ ოჯახებს ყველაფერი საუკეთესო მინდა ვუსურვო. აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, თავისი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოს. ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან, აუხსნიან თუ რა საბუთები არის შესაგროვებელი, რომ პროცესი დაიწყოს და ფართების დაკანონება მოხდეს.
ზოგადად, ამ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება არის დარეგისტრირებული და გადაცემული იმ ოჯახებზე, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა დაუკანონებელ ფართებში. პროგრამა გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ოჯახი ფართებით არ დაკმაყოფილდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას თბილისის ათივე რაიონის გამგებლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და პარლამენტის დელეგატები დაესწრნენ.
დედაქალაქის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.
მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასამდე განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 3 150-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული.
1775462350
ახალი ამბებიჩაქვში მანქანა ქვეითს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა
ჩაქვში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. შემთხვევა ჩაქვში გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება...
1775461660
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფ...
1775461315
ახალი ამბებიხარების დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო წირვას სიონის ტაძარში აღასრულებს
„ამა წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში“, - ამის შესახებ ინფორმ...
1775459704
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აზერბაიჯანის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აზერბაიჯანის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ილჰამ ალიევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევის დახვედრის ოფ...
1775458667
ახალი ამბებიპოლიციამ ბათუმში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2010 წელს დაბადებული თ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გა...































