ირაკლი ჩიქოვანი: დღეს მქონდა საშუალება ძმათა სასაფლაოზე მომენახულებინა ჩვენი გმირების საფლავები, მესაუბრა მათი ოჯახის წევრებთან და მადლიერება გამომეხატა მათი თავდადებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის, პატრიოტიზმისთვის და გმირობისთვის

მინდა ყველას მივულოცო აღდგომის დღესასწაული. დღეს, მიცვალებულთა ხსენების დღეს მქონდა საშუალება ძმათა სასაფლაოზე მომენახულებინა ჩვენი გმირების საფლავები, მესაუბრა მათი ოჯახის წევრებთან და მადლიერება გამომეხატა მათი თავდადებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის, პატრიოტიზმისთვის და გმირობისთვის, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
„ასეთ ადამიანების საქციელსა და მაგალითზე დგას საქართველო, საქართველოს სახელმწიფო და ჩვენი თავდაცვის ძალები. ჩვენ, თავდაცვის ძალებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენი გმირების ოჯახებს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
დღეს საფლავთა კურთხევის დღეა. მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირი ჯარისკაცების მშობლებსა და ოჯახის წევრებს თავდაცვის მინისტრმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ირაკლი ჩიქოვანის გარდა ჯარისკაცების გმირობის შესახებ ოჯახის წევრებმა ისაუბრეს.
1745236499
მსოფლიოჩინეთმა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა
ჩინეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს....
1745232786
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა, რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს
დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი...
1745232035
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში როგორც ღირსების, სიმდაბლისა და თანაგრძნობის სიმბოლო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნ...
1745231615
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილი: თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო
„თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. „თ...
1745230213
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: საზოგადოება ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა, შანტაჟი, სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა
დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი...