ირაკლი კობახიძე: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა

დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიაა და მზად არის კონსულტაციებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ როგორც ბრიტანეთის, ისე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

„დიდი ბრიტანეთი, კონკრეტულად ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, სამართლიანობის იდეას მიეცა სხვა დატვირთვა და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია ის, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულება. როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რაც ფაქტებზეა დაფუძნებული, ჩვენ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით ჯანსაღი და მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, თუმცა ვხედავთ, რომ არ ისმის არავითარი ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, ერთადერთი ვისმენთ კვლავ შანტაჟს, მუქარას, ვხედავთ ექსტრემიზმის მხარდაჭერას, არჩევნებში უხეშად ჩარევას, ეს არის ძალიან სამწუხარო.

ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ კონსულტაციებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის მხრიდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749805860

ახალი ამბები

კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს. მისივე განმარტებით...

კახა კალაძე

1749805015

მსოფლიო

ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ყველა ირანული დრონი ჩამოაგდეს

ისრაელის მედიის ცნობით, ყველა ირანული დრონი, რომელიც ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის საჰაერო იერიშის საპასუხოდ გაუშვეს, განადგურებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმა...

ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებ

1749803899

ახალი ამბები

გია ვოლსკი მმართველი გუნდის საჩივრებზე: ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან

„ქართული ოცნებისთვის“ თვითმიზანი არ არის ვინმეს დასჯა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ...

გია ვოლსკი

1749802838

ახალი ამბები

გორში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო

გორის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხ...

დაკავება, პოლიცია

1749801468

ახალი ამბები

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოე...

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს