საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს, საელჩო მოქალაქეებს აუცილებელ ნაბიჯებს ახსენებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს მოქალაქეებს ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

შეგახსენებთ იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც აუცილებელია/რეკომენირებულია სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში:

• „წითელი განგაშის“ სირენის ჩართვის შემდეგ - დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი. იცოდეთ თქვენთვის უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა.

შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.

• თვალყური ადევნეთ ადგილობრივ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებგვერდზე (შესაძლებელია ისრაელში არსებულ მოწყობილობებზე)

• უსაფრთხოების შესახებ განახლებული/განსხვავებული უახლესი ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს ვებ და ფეისბუქ გვერდებს.

• ყურადღებით იყავით თქვენს გარშემო.

• მოერიდეთ ყველა დემონსტრაციას და დიდ შეკრებებს.

• მოერიდეთ ყველა იმ ადგილს, სადაც პოლიციის დიდი რაოდენობაა.

• დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
+972 526 919092; ცხელი ზახი 24/7
+972 3 609 3206
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას", - წერს საელჩო.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749844729

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს: რეჟიმმა არ იცის, რა დაატყდა თავს, ან რა დაატყდება - ის არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი

ირანელი ხალხისადმი მიმართავდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას, „ადგნენ და გააგონონ თავიანთი ხმა“ და განაცხადა, რომ ისრაელის ბრძოლა არა მათ წინააღმდეგ, ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1749843533

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლას რეჟიმმა ძალიან მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი საზარელი ქმედებებისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა მას შემდეგ, რაც გაბედა რაკეტების გაშვება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის თავშეყრის ადგილების მიმართულებით“. „...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი:

1749842582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას

ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ დი...

საქართველოს საგარეო უწყება

1749842428

მსოფლიო

ისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის

ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...

ისრაელის ოფიციალური პირი

1749840493

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვითი ძალები: მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა

მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში. ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტი...

ისრაელიისრაელი