ირაკლი კობახიძე: ევროპელ ჩინოვნიკებს „დიფ სთეითისგან“ აქვთ მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა, არის სრული, ტოტალური უსამართლობა

2022 წელს ქართველ ხალხს სრულიად უსამართლოდ, დაუსაბუთებლად უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე და უსამართლობა, რომელსაც „დიფ სთეითი“ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით ახორციელებს, დღესაც გრძელდება, რაც სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა დღემდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უთხრეს ქართველ ხალხს უარი 2022 წელს სტატუსის მინიჭებაზე.

„თქვენ იცით, რა არის საერთო სურათი 2022 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე - ჯერ სრულიად უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, ქართველ ხალხს უთხრეს უარი, წელიწად-ნახევარი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გვითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და ეს უსამართლობა გრძელდება, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. რომ დავიწყოთ 2022 წლიდან, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან, რაც საჭიროა. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ექნებათ განსხვავებული დავალება, ვითარება შეიცვლება, თუმცა ამ შემთხვევაში, „დიფ სთეითისგან“ მათ აქვთ მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად სცადონ და დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ხედავთ, რომ არის სრული, ტოტალური უსამართლობა, ამ უსამართლობაზე ჩვენ როგორ შეიძლება ვიყოთ პასუხისმგებელნი,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი დახურულ კარს მიღმა საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდა სანქციებთან მიერთებას, რაზეც უარის მიღების შემდეგ ზელენსკის ხელით საქართველოდან გაიწვიეს ელჩი.

„გაქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი? არ არსებობს ამაზე პასუხი. სანქციები რომ არ დავაწესეთ და მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ, რის გამოც ზელენსკიმ შემდეგ ელჩი გაიწვია - ეს იყო მიუღებელი პოზიცია? ზელენსკიმ გაიწვია თავისი ელჩი საქართველოდან და ეს გადაწყვეტილება ვინმემ უარყოფითად შეაფასა ევროპაში? - არა, იმიტომ, რომ იყო კოორდინაცია. დახურულ კარს მიღმა ჩვენთან მოვიდა „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი, რომელმაც ღიად მოითხოვა სანქციებთან მიერთება, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და შემდეგ ზელენსკის ხელით გაიწვიეს საქართველოდან ელჩი. სწორედ, ამ ორი საბაბით - ერთი იყო სანქციების არდაწესება და მეორე იყო მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა. არავითარი კრიტიკა არ ყოფილა ამ გადაწყვეტილების მიმართ, რატომ არ გააკრიტიკეს, იმიტომ, რომ ყველაფერი იყო კოორდინირებული,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746802351

საზოგადოება

თხრილში ჩავარდნილი 2 პირიდან ერთ-ერთი დაიღუპა - შემთხვევა მარნეულში მოხდა

მარნეულში გზისპირა თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. არსებული ცნობით, მეორე მუშა დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები,...

პოლიცია, ლენტი

1746802198

ახალი ამბები

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობენ

ევროპის დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მონაწილეობენ ევროკავშირის წარმომადგენლობების, ადგილობრივი ხელისუფლებებისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ ორგანიზებუ...

საგარეო

1746799515

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ელენე ხოშტარიას: როდესაც მთელმა საქართველომ იცის, ძალიან დიდი ფულით ფინანსდები რუსეთის ბიუჯეტიდან და კიდევ სხვას რომ დაუძახებ რუსეთუმეს, სარკეში ჩაიხედე ძილის წინ და შეიძლება, რაღაც ამოიცნო შენს თავში

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელენე ხოშტარიას მხრიდან, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიან

1746797362

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ მეგობრობას, ჩვენი ქვეყნის ნგრევას ვერ ვამჯობინებთ

ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „ქარ...

ლევან მაჭავარიან

1746794851

ახალი ამბები

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქ...

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს