ირაკლი კობახიძე: ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას
მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება და ქართველები ებრაელებთან ერთად ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომელიც ხანუქასთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დიდ სინაგოგაში, ხანუქას დღესასწაულზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისრაელს და ებრაელ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.
„ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს თანაცხოვრების, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის 26-საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს. ეს არის უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ განსაკუთრებულ მემკვიდრეობას და იმ განსაკუთრებულ სიყვარულს, რომელიც სუფევს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას. ადამიანებს სჭირდებათ მეტი სითბო გულებში და მეტი სიყვარული. მინდა სითბო, სიყვარული და კეთილდღეობა ვუსურვო ისრაელს და ებრაელ ხალხს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1765788414
ახალი ამბები„ამ მედია გამომცემლობების სახელები FARA-ს დოკუმენტებში ფიგურირებს და პირდაპირ დაკავშირებულია „ნაცმოძრაობის“ მიერ გადახდილ მილიონ ლართან“ - პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს წინააღმდეგ უცხოური მედიის სტატიებს აქვეყნებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს წინააღმდეგ უცხოური მედიის სტატიების სათაურებს აქვეყნებს. ნინო წილოსანი წერს, რომ გამომცემლობები „ფარას“ დოკუმენტებში ფიგურირებს და ისინი დაკავშირებულია „ნაციონალურ...
1765786676
მსოფლიოჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორმა ხოსე ანტონიო კასტმა გაიმარჯვა
ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრკონსერვატორმა ხოსე ანტონიო კასტმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 58,2% მიიღო. მის კონკურენტს, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელ ჟანეტა ხარას კი ამომრჩეველთა 41...
1765784587
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვისაც დაგაჯერეს, რომ „ნაცი“ „პროდასავლელია“, დროა, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აზიარებს „არქივის“ ვიდეოს და იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ძველ გ...
1765783502
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: მინდა მივმართო აშშ-ის პრეზიდენტს, რომელ „დიპ სტეიტს“ ებრძვის? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა
გასულ კვირას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც კითხვის ნიშანსაც კი აღარ ტოვებს, რომ პროცესებს მთლიანად ოლიგარქები მართავენ და გეგმაზომიერად, მწყობრად აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას. უკრაი...
1765782732
ახალი ამბებითბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის დარეალიზაციის...































