გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ ინვესტიციებს დებდნენ ბრიტანეთში და ზოგადად, ევროპაში. იგივე სიტუაცია იყო, როდესაც რუსეთი რუსეთობდა, ძალიან დიდი რუსული ინვესტიციები იყო და ახლა ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ, "იგლ ჰილსის" ინვესტიციასთან დაკავშირებით საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, მიტინგებს პრორუსები აწყობენ მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ და "ნაცებთან" ერთად, ისინი რუსეთის აგენტები არიან, ვინაიდან, საკუთარი ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან. ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკის, განათლების და მეცნიერების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

"ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს - არა სოციალურ დახმარებას, არამედ შენ იმუშავებ, გექნება ხელფასი და ქმნი დოვლათს. ეს არის მთავარი კონცეფცია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ინვესტიციაზე. კიდევ ერთხელ, ყველაზე სულელებისთვის: იმდენად ტვინგამორეცხილია ეს ხალხი, რომ უკვე ამოვიდა ყელში, რაღაც მიტინგებს აწყობენ, თან ვინ? - ესენი არიან პრო რუსი, გონებაჩლუნგი ტიპები. ჩემი დასკვნაა, რომ "ნაცები" და მაგათი "სასტავი" არის რუსეთის აგენტები. მაპატიეთ, მაგრამ ლოგიკურ დასკვნას ვერ ვაკეთებ, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებოდე? ინვესტიცია ცუდია - ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, ამერიკა, ტრამპი ეხვეწება [არაბულ ქვეყნებს], ჩადეთ ინვესტიცია ჩემთან, ტრილიონობით დოლარებიო. გააჩნია ქვეყნის პოტენციალს, ვიღაცას მოვუსმინე, "არ დებენ ჩვენთან ინდუსტრიაში [ფულს]" და ძალიან გავბრაზდი, შენ ინდუსტრიული ქვეყანა ხარ? რაც ხარ, იმაში დებენ ფულს. ჩვენ რომ ვყოფილიყავით ინდუსტრიული ქვეყანა, ინდუსტრიაში ჩადებდნენ ფულს, ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა და დებენ ფულს ტურიზმში. ყველაფერს აქვს საზღვარი, ვინმე გიშლის ხელს, შენ რომ გააკეთო? ქვეყანა სხვანაირად ვერ გაიზრდება ვერც ეკონომიკურად, ვერც განათლებით, ვერც მეცნიერებით, თუ არ შემოვიდა ფული, სიღარიბეში იქნები და ვერაფერს გააკეთებ. როცა შენ გაქვს ფული, მერე საუბარია იმ ფულის გადანაწილებაზე - ბიუჯეტის გადანაწილებაზე, რაზეც კაციშვილი ხმას არ იღებს." - აღნიშნა ფხაკაძემ.

მისივე განცხადებით, "იგლ ჰილსის" ოფისში ინტერესის გამო იმყოფებოდა და ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო, კომპანიის შემოსვლით კი ქვეყანაში მშენებლობის მაღალი სტანდარტებიც შემოვა.

იგლ ჰილსში" არც წილი მაქვს, არაფერი, დავინახე და შევედი. ყველაფერი შევეკითხე ძალიან სკურპულოზურად და არა ზედაპირულად. შევედი ოფისში, ვნახე, ჯერ ერთი რა ოფისია, მერე დეტალები, კარგი თანამშრომლები - მასალები რომ ნახოთ, რისგანაც აპირებენ აქ ყველაფრის გაკეთებას, ყველაფერი არის უმაღლესი დონე, ეს ნიშნავს, რომ მშენებლობაში უფრო მაღალი სტანდარტები შემოდის ქვეყანაში და არა ის, მე რომ თბილისში ვიყავი ჩამოსული, ზოგიერთ კორპუსში რომ შევედი, გული შემიწუხდა, ბევრი უხარისხო კორპუსია აშენებული თბილისში." - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "თუ ქვეყანაში არ შემოვიდა კარგი ინვესტიცია, დიდი ფული, სხვანაირად ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება".

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765716486

მსოფლიო

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

 გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან 3 მაროკოელი, ეგვიპტელი და სირიელი. არსებული ინფორმაციით, ისინი ბავარიაში, ერთ-ერთ საშობაო ბაზრ...

პოლიცია

1765712090

ახალი ამბები

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო...

თოვლი

1765709335

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი: ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა, კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს

 ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს. თუ ხალხი თუთიყუშის მსგავსად არ იმეორებს ახალ ამბებს, როგორიცაა „ხალხი დაორს...

მსოფლიო

1765706350

მსოფლიო

რომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს - ვატიკანმა საორგანიზაციო გეგმა შეიმუშავა

 უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „კასტელ განდოლფოში“ გამართული შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ რომის პაპმა ლეო XIV-მ დაადასტურა, რომ მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის, თუმცა უსაფრთხოების საკითხები ს...

რომის პაპი და ზელენსკი

1765702602

ახალი ამბები

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს...

მოძრაობა