ირაკლი კობახიძე: მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
„მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მამუკა მდინარაძე არის სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც აკისრია სახელმწიფო სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის მოვალეობა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას მისი საქმიანობიდან გამომდინარე, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ის საქმიანობდა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში.
მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებები და მიღწევები, როგორც სისტემური გადახალისების, ინსტიტუციური გადახალისების კუთხით, ასევე კონკრეტული მიმართულებით დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის კუთხით, კორუფციული პრაქტიკის აღკვეთის კუთხით, შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას და ეს მომავალში მას გააძლიერებს რეპუტაციულად არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სამსახურის უფროსს, არამედ როგორც ამ შემთხვევაში როგორც სახელმწიფო მინისტრს, რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1776934673
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...
1776934628
ახალი ამბებიპრემიერი: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას
„ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1776933265
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის: ქ. ბათუმ...
1776932381
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის სამარცხვინო
„ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ტ...
1776931196
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი
ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი. - განაცხადა საქართველოს პრე...



























