ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის: თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა რაც მოუტანა ევროპას, კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის მაგალითზე

წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და „ქართული ოცნების“ მიერ დანერგილ მოთმინების პოლიტიკას ატარებს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ფასეულობებზე უარი თქვა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას მოერგო, მორალურ ასპექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდა და რეცესიაშია.

"ბატონო პაველ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოში თქვენი მუშაობის პერიოდში ვერც ჩვენი ქვეყანა გაიცანით და ვერც ჩვენი ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებთ.

სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოში ვიცავთ ტრადიციებს, პატივს ვცემთ ოჯახის სიწმინდეს, ჩვენს რელიგიას და იდენტობას. ბნელ წარსულს უწოდებთ იმას, რომ მხოლოდ ორ სქესს ვაღიარებთ და ჩვენთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ისევე, როგორც ლგბტქ+ პროპაგანდა, განსაკუთრებით ბავშვებში.

ამასთანავე, როგორც ჩანს, თქვენ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს კონსტიტუციურ წესრიგს და კანონებს, რომელთა ფარგლებშიც იძულებული ვართ, კანონის შესატყვისად ვიმოქმედოთ და პასუხი ვაგებინოთ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატიისგან გონებამოწამლულ, რევოლუციის მოწყობისკენ წაქეზებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენ გმირებად ნათლავთ, რეალურად კი, ისინი სწორედ ევრობიუროკრატიის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის მსხვერპლი არიან.

თქვენივე განცხადებებით, ბნელ წარსულში დაბრუნებად სახავთ ფაქტს, რომ საქართველოში გვაქვს გამჭვირვალობის კანონი და არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელის შავ ფულს ვეღარ დებენ ქართულ პოლიტიკასა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დანერგვაში, იმ იდეოლოგიის დანერგვასა და გავრცელებაში, რომელიც მრავალი თვალსაზრისით ფაშიზმზე უარესად კი შეიძლება მივიჩნიოთ.

ამის საპირისპიროდ, როგორც ჩანს, თქვენ საქართველოს ნათელ მომავლად სახავთ იმას, რასაც ევრობიუროკრატია უკვე ითხოვს უნგრეთის ახალი ხელისუფლებისგან, რომ დაუშვან ლგბტქ+ პროპაგანდა და ასევე, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლის პროცედურები.

თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა რაც მოუტანა ევროპას, კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის მაგალითზე. მანამ, სანამ ევროკავშირი იმ ფასეულობებს ეყრდნობოდა, რომელთა დაცვასაც საქართველო განუხრელად ცდილობს, ბატონი ელჩი კი სიბნელეს უწოდებს, ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გლობალური აქტორი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ფასეულობებზე უარი თქვა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას მოერგო, მორალურ ასპექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდა და რეცესიაშია, გაერთიანების წევრი ქვეყნების უმრავლესობა კი უმძიმესი კრიმინოგენური პრობლემების წინაშეა.

უფრო მარტივად რომ განვმარტოთ თქვენი გზავნილის შინაარსი, ჩვენთვის ის დაახლოებით ასე ჟღერს - ნათელი მომავალია თქვენ მიერ წაქეზებული ახალგაზრდების მოწყობილი რევოლუცია, რასაც ხელისუფლებაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მართული აქტორების მოსვლა უნდა მოჰყვეს, რათა საქართველომაც ის სავალალო ბედი გაიზიაროს, რა დღეშიც ბრიუსელის პოლიტიკამ ევროპული ქვეყნები ჩააგდო.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა, მაგრამ გულუბრყვილოები არ ვართ და კარგად ვხვდებით, რომ ელემენტარული დიპლომატიური ეთიკაც კი არ მოგცემდათ ამ და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ სხვა არადიპლომატიური განცხადებების გაჟღერების უფლებას, მაგრამ თქვენს ქმედებებსა და განცხადებებში აშკარად იგრძნობა და იკითხება „დიფ სთეითის“ ხელწერა და გავლენა.

რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში თქვენ დიპლომატიურ მისიას ასრულებთ, შესაბამისად, წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და „ქართული ოცნების“ მიერ დანერგილ მოთმინების პოლიტიკას ატარებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად ვერიდებით ნებისმიერი სახის კონფლიქტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რადგან საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებს შორის მჭიდრო, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია.

მეორე მხრივ, აშკარაა, რომ მანამ, სანამ ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, თქვენი გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვინაიდან თქვენს ნაცვლად ბრიუსელი კვლავ ამ ძალების მორჩილ წარმომადგენელს გამოგზავნის, ადამიანს, რომელიც თქვენს მსგავსად არ წარმოადგენს და არ გამოხატავს ევროპელი მოსახლეობის აზრსა და პოზიციას.

დასასრულ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში თქვენი მსგავსი ფიგურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს განსხვავება „დიფ სთეითის“ მართულ ევროპასა და იმ რეალურ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებას შორის, რომლისკენაც საქართველო გაცხადებულად მიისწრაფვის და ამ სწრაფვას ვერც პირადად თქვენ და ვერც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენით მოქმედი ევრობიუროკრატია შეაჩერებს", - წერს კირცხალია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776938275

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

მიმდინარე წლის 23-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“. საქართველოს...

მაკა ბოჭორიშვილი

1776936980

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ჰერჩინსკის განცხადების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდგომი ფაზა წყევლა იქნება, ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება ომსა და სიღარიბეში დაბრუნებით

„ვუსმინე რა პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა. ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება, თურმე ომში, გაჭირვებასა და სიღარიბეში დ...

ნინო წილოსანი

1776936113

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთი...

ირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

1776935845

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილეს თავდაცვის სფეროში საქა...

ირაკლი კობახიძე

1776934673

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში

მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...

ირაკლი კობახიძე