ირაკლი კობახიძე: მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

 მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს დემოკრატიული მდგომარეობა არა მარტო რადიკალურად არის გაუმჯობესებული 2012 წლის მდგომარეობასთან შედარებით, არამედ, საქართველო წინ უსწრებს ბევრ ქვეყანას.

„რა უნდათ ჩვენი პატარა ქვეყნისგან? საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობით არიან შეწუხებულები, სასაცილოა. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობა არა მარტო რადიკალურად არის გაუმჯობესებული 2012 წლის მდგომარეობასთან შედარებით, არამედ, ჩვენ წინ ვუსწრებთ უამრავ ქვეყანას.

ერთ-ერთი რეიტინგი გამოქვეყნდა ახლახან, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით. ამ მიმართულებით მარტო ამ წელიწადში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საქართველოს მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება აბსოლუტურად. ყველაფერი ღია და საჯაროა. გამჭვირვალეა ყველა ის საქმიანობა რაც სამთავრობო უწყებების მხრიდან ხორციელდება.

პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ამასაც რომ თავი დავანებოთ, დავუშვათ, გვაქვს სერიოზული პრობლემები დემოკრატიაში. 200 ქვეყანაა მსოფლიოში. ამ 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანაა, რომელსაც გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს.

არის აბსოლუტური მონარქიები მსოფლიოში, არსებობს ერთპარტიული სისტემები, გაცხადებული ავტოკრატია აქვთ, სადაც ადამიანის უფლებები კონსტიტუციით არ აქვთ დადგენილი. ასეთი სახელმწიფოები არსებობს და იმათთან თანამშრომლობენ, მეგობრობენ, მუშაობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ. სრული აბსურდი რომ არის, ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747245166

ახალი ამბები

გიორგი გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ

 გიორგი გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების გაცდენაა. კერძოდ, დღეს გამართული საპარლამენტო...

ზოგადი

1747243030

ახალი ამბები

ბოჟაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ, ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ. დეპუტატის თქმით,...

ვლადიმერ ბოჟაძე

1747241380

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ რომ არა, ალბათ, ღაზაში მყოფი მძევლებიდან არცერთი არ იქნებოდა ახლა ცოცხალი

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში მყოფი მძევლებიდან არცერთი ცოცხალი არ იქნებოდა, შეერთებული შტატები რომ არ ყოფილიყო. „ჩვენ რომ არა, ალექსანდრე ახლა ცოცხალი არ იქნებოდა. ალბათ, ახლა...

დონალდ ტრამპი

1747239727

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი უილსონისა, ერთი აშშ-ში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით

 „კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლე...

თორნიკე ჭეიშვილი

1747238062

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

 საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულ...

მაკა ბოჭორიშვილი