თორნიკე ჭეიშვილი: საქართველოში ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ გრძელდება ერთგვარი დუმილი საქართველოსთან მიმართებაში მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე არაერთი სხვა თემისთვის მოიცალა

საქართველოში ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ გრძელდება ერთგვარი დუმილი საქართველოსთან მიმართებაში მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე არაერთი სხვა თემისთვის მოიცალა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

„პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უკვე თითქმის 5 თვე გავიდა. ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ მეორე დღესვე პრეზიდენტი დაკავდებოდა თუნდაც იმ საკითხებით, რომელიც საქართველოსთან შეიძლება იყოს შემხებლობაში. მეორე მხრივ, ახლა უკვე, როდესაც საკმარისი დროა გასული, ბუნებრივია, საქართველოში, ხელისუფლებაშიც და საზოგადოებაშიც ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ გრძელდება ეს ერთგვარი დუმილი საქართველოსთან მიმართებაში. მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე არაერთი თემისთვის მოიცალა, მათ შორის, თუნდაც, სირიის საკითხისთვის, რაც ცალკე საკითხია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის ადეკვატური ყურადღება იყოს მოპყრობილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე უამრავი სხვა თემისთვის გამოიყო დრო“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747238062

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

 საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულ...

მაკა ბოჭორიშვილი

1747234744

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. მეგობარი აქტი თავიდან ბოლომდე, შინაარსობრივად წინააღმდეგობაშია ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან - როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გავლენები ტრამპმა ბოლომდე ვერ აღმოფხვრა

ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არი...

გურამ მაჭარაშვილი

1747232962

სპორტი

რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ. კატეგორია J2) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახი თალგატ აჟგალიევი დაამარცხა...

რევაზ ჩიკოიძე

1747230916

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა

საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მა...

მაკა ბოჭორიშვილი

1747230077

ახალი ამბები

დააკავეს მძღოლი, რომელმაც ავარიული სიტუაცია შეუქმნა მანქანას, რომელიც მტკვარში გადავარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე...

მტკვარში გვიან ღამით ავტომობილი გადავარდა