ირაკლი კობახიძე: საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ზიზღისა და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს.
„ხედავთ, რომ საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის კამპანია, ზიზღის კამპანია. ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ასეთივე კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში. უნგრეთიც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი, აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილისა და ზიზღის კამპანიები, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს. ზიზღი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად თავსმოხვეულ კამპანიებს. ზიზღისა და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, რომ მკვეთრად დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1749805860
ახალი ამბებიკახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს. მისივე განმარტებით...
1749805015
მსოფლიოისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ყველა ირანული დრონი ჩამოაგდეს
ისრაელის მედიის ცნობით, ყველა ირანული დრონი, რომელიც ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის საჰაერო იერიშის საპასუხოდ გაუშვეს, განადგურებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმა...
1749803899
ახალი ამბებიგია ვოლსკი მმართველი გუნდის საჩივრებზე: ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან
„ქართული ოცნებისთვის“ თვითმიზანი არ არის ვინმეს დასჯა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ...
1749802838
ახალი ამბებიგორში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
გორის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხ...
1749801468
ახალი ამბებისაქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოე...