ირაკლი კობახიძე: წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს - ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ

„ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა როგორც ქართული საზოგადოების, ისე ქართული სახელმწიფოს და კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განავითაროს ეს ქვეყანა ყველა თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2022-მა წელმაც გამოაჩინა, რომ ევროკავშირზე საკმაოდ სერიოზული ზეწოლაა.

„თვითონ ევროკავშირი არ არის სრულად სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირს არაფერს აძლევდა 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. მაშინ იყო მძიმე კონტექსტი, ევროკავშირი იყო განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ და საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რომ რეალურად ევროკავშირის ინსტიტუტები გამოყენებულ იქნა საქართველოში ვითარების არევის მცდელობისთვის და ეს გააკეთა მან, რასაც და ვისაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“. აქედან გამომდინარე, ყველა რისკი უნდა ავწონ-დავწონოთ, მჯერა, ევროკავშირს აქვს სრული ინტერესი, საქართველოსთან ჰქონდეს სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ამ პრინციპის მიხედვით. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. იქ, სადაც უკრაინას და მოლდოვას აქვს მინიჭებული მოლაპარაკებები და საქართველოს - არა, ყოველგვარ სამართლიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია. კორუფციის უმძიმესი პრობლემები, ინტიტუტების სისუსტე, დემოკრატიის და ადამიანების უფლებების კუთხით უკუსვლა და სერიოზული პრობლემები აქაც და ეკონომიკური უკუსვლა. ეს არის ის ყველაფერი, რაც დამახასიათებელია ამ ორი ქვეყნისთვის, თუმცა ფორმალურად ეს ორი ქვეყანა პატარა ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ უსწრებს საქართველოს. ეს არის უსამართლობა, რა თქმა უნდა და ეს უსამართლობა უნდა შეიცვალოს, ამის შეცვლა თანაბრად არის როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ინტერესებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ განავითაროს ქვეყანა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.

„იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, წელს, 2022 წლისგან განსხვავებით, ევროკავშირი მოახერხებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანაბრად შედის საქართველოს და ევროკავშირის ინტერესებში და იმედი მაქვს, წელს გაიხსნება მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების გახსნას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც, ჰქონდა არსებითად სიმბოლური დატვირთვა. გახსოვთ, რამდენი ტყუილი ვრცელდებოდა, თითქოს, სტატუსის მიღებასთან ერთად გაიხსნებოდა უამრავი დახმარება, დაფინანსება და ა.შ. რაც ყველამ დაინახა, რომ აბსოლუტური ტყუილია. მარტივად ატყუებდნენ საზოგადოებას იმისთვის, რომ ჭარბი ემოციები შეექმნათ, რაც აღმოჩნდა ტყუილი. ყველამ დაინახა, რომ დღეს ყველაფერი ისევეა, როგორც იყო კანდიდატის სტატუსამდე, უბრალოდ ჩვენ სერიოზული პოლიტიკური გარანტია მივიღეთ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო დღეს უკვე ოფიციალურად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

ამ კუთხით, მოლაპარაკებების გახსნას კიდევ უფრო ნაკლები დატვირთვა აქვს, სიმბოლური დატვირთვაც ბევრად უფრო ნაკლები აქვს, მაგრამ ეს არის პრინციპის საკითხი, რომ ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა როგორც ქართული საზოგადოების, ისე ქართული სახელმწიფოს და კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განავითაროს ეს ქვეყანა ყველა თვალსაზრისით - დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის თვალსაზრისით და საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, თუ ავიღებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას, საქართველო არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, მათ შორის ეკონომიკის თვალსაზრისითაც, აღარაფერს ვამბობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვიტოვებ იმედს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. თუ ამ შემთხვევაში უხეშად არ ჩაერევა კიდევ ერთხელ „გლობალური ომის პარტია“, რა თქმა უნდა, ევროკავშირი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თანაბრად არის ევროკავშირის და საქართველოს ინტერესებში“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715781320

სოციალური მედია

„საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია - ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც „ნაცების“ კოალიციის ლიდერად თვითონ გამოაცხადა თავი“ - დიმიტრი სამხარაძე

„შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული...

დიმიტრი სამხარაძე

1715778804

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

კურსი

1715777892

სოციალური მედია

„აქციების ირგვლივ რაც ხდება, ესაა საზოგადოებაში პანიკის დათესვის მორიგი ხელოვნური მცდელობა!“ - რას წერს ლუკა ეხვაია

„ყოველთვის, როდესაც საუბრობენ დასავლეთის კულტურული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, როგორიცაა LGBTQ+ პროპაგანდა და ზოგადად, დასავლური კულტურული ჰეგემონია, მხედველობიდან რჩებათ, რომ აშშ-ის ჰეგემონიურ...

ლუკა ეხვაია

1715774163

ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლის“ ინტერესის სფეროშია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.  როგორც Marca იტყობინება, ინგლისურ კლუბში ნიკ პოუპის, მარტინ დუბრავკას და ლორის კარიუსის თამაში...

იტალია

1715770384

საზოგადოება

რას ამბობს მერაბ დვალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა

ქართველი „რკინის კაცი“, იგივე მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გამომწერებს ცხოვრებისეულ სიახლეებსა და სახალისო მომენტებს ხშირად უზიარებს. ამჯერად სპორტსმენის მორიგი ვიდეო ვრც...

ააა