კახა კალაძე: ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც, სწორი პოლიტიკის შედეგად, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა მოჰყვება.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ეს ყველაფერი იმ პრაგმატული პოლიტიკის გარეშე, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, უბრალოდ წარმოუდგენელია დღევანდელ ვითარებაში. ვიცით, რაც ხდება მსოფლიოში, რეგიონში. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია, რაიმე წარმატებაზე ისაუბრო - ან ქვეყნის განვითარებაზე, ან ეკონომიკურ წინსვლაზე. შესაბამისად, ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც, სწორი ნაბიჯებით, მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1751302684
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩზე: სამწუხაროა, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე
„სამწუხაროა ასევე ისიც, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმის წახალისება და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...
1751302606
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ერქვას სახელმწიფო და გვქონდეს სახელმწიფოებრიობა
„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ერქვას სახელმწიფო და გვქონდეს სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. „სამწუხაროდ ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით ხდება...
1751300614
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა
„ამ დრომდე, საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა“, - ასე ეხმიანება გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვი...
1751298388
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, საპასუხოდ კი არაფერიც არ მომხდარა - 1500-მდე კაცი შეიკრიბა მხოლოდ
„ოპოზიცია გაკოტრების გზას არ ადგას, ოპოზიცია დგას უფსკრულის პირას“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური...
1751296972
საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართ...