ზურაბ ქადაგიძე: სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, საპასუხოდ კი არაფერიც არ მომხდარა - 1500-მდე კაცი შეიკრიბა მხოლოდ

„ოპოზიცია გაკოტრების გზას არ ადგას, ოპოზიცია დგას უფსკრულის პირას“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, რადგან მათ კონსტიტუციას მიაყენეს შეურაცხყოფა, ამ ფაქტის საპასუხოდ კი არაფერიც არ მომხდარა.
„რადიკალური ოპოზიცია იმ მდგომარეობამდე, რაშიც დღესაა, მივიდა იმიტომ, რომ აგენტის ბედი არის ეს - რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთოს. ოპოზიციის წარმომადგენლებს კი დაავალეს ისეთი რამ, რევოლუციის სახით, რომლის არც ძალა ჰქონდათ, არც - რესურსი, არც - შესაძლებლობა და მრჩეველიც არავინ ჰყავდათ, რომ მათთვის ეთქვა, წარმოუდგენელ რამეს ეჭიდებოდნენ.
26 ოქტომბრის არჩევნების მიხედვით ოპოზიციას პარლამენტში სერიოზული კაპიტალი ჰქონდა (ფიზიკურ რესურსს ვგულისხმობ) - თავისუფლად შეეძლოთ შეექმნათ კომისია (პარალელური კომისია თუნდაც); შეეძლოთ გამოეყენებინათ ტრიბუნა; თავისუფლად შეეძლოთ პარლამენტში შესულებს საბოტაჟი გაეწიათ ამ კომისიისთვის; შეექმნათ ხმაური და გამოეწვიათ რადიკალიზაცია (რასაც აკეთებენ და შეუძლიათ, ზოგადად, იმას ვითვლი) და ა.შ., ისინი კი ისეთი დონის სისულელეში გადავარდნენ, რომ ეს შანსიც ვერ გამოიყენეს.
აქედან გამომდინარე, მათ თავიანთივე ამომრჩეველი გაუუცხოვდა, რადგან მიხვდნენ, რომ ოპოზიციას არათუ საპარლამენტო და სახელმწიფოებრივი საქმე არ უნდა ანდოს, არამედ, ისინი ქუჩაშიც კი არ არიან სანდოები. ამიტომ, ვხედავთ მაქსიმუმ 1500-მდე შეკრებილ აქტივისტს ხოლმე, რომლებიც გაურკვეველ ლოზუნგებს იძახიან, ლიდერებად კი სალომე ზურაბიშვილი და პაატა ბურჭულაძე ჰყავთ. სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, რადგან მათ კონსტიტუციას მიაყენეს შეურაცხყოფა. შესაბამისად, ისინი მსჯავრს იხდიან იქ, სადაც ეკუთვნით. შედეგად კი რა მოხდა? არც არაფერი - მხოლოდ 1500 კაცი შეიკრიბა და რაღაც საინფორმაციო მიტინგი ჩატარდა“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.
1751306241
ახალი ამბებიელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. რვა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც შიმშილობა ელენე ხოშტარიასთან ერთად გედევან ფოფხაძემაც შეწყვიტა. რვა ოპოზიციურ...
1751304338
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს
უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...
1751303273
საზოგადოებალევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი
ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...
1751303239
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ
ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...
1751303207
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და უკვე ერთმანეთს აბრალებენ მთელს უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს
ეს არის ქართველი რადიკალიზმის ნოუჰაუ, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტს მე ვერ ვიხსენებ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმ...