კახა კალაძე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, მოწვეულნი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები - დღეს ამის აუცილებლობა არ არის

როდესაც საქართველოში იქნება საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, როგორც ყველა არჩევნების დროს, მოწვეულნი და წარმოდგენილნი იქნებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები - დღეს ამის აუცილებლობა არ არის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციების დასკვნები ფეხქვეშ იყო გათელილი, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის დისკრედიტაციის კამპანია თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და ამაში ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა და მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართულნი.
„პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განმარტება და მეც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ წარმოუდგენელი დამოკიდებულებაა. პირველი, იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ეუთო/ოდირი, მათ წარმოადგინეს შესაბამისი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და გვახსოვს, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით. გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ ეუთო/ოდირს და არაფრად აგდებდნენ მას, რაც დღესაც გრძელდება. ფაქტობრივად, მათი დასკვნა ფეხქვეშ გათელეს, უამრავი ცილისწამება, შეურაცხყოფა იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამ ფონზე გაუგებარია საელჩოს განცხადება.
„ამ ფონზე, აბსოლუტურად გაუგებარია. თანაც, ზოგადად, ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევა ხდებოდეს, არ არის, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც ჩვენც გვქონდა. მაგალითად, 2021 წელი იყო იშვიათი გამონაკლისი. დღეს ამის აუცილებლობა არ არის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციების დასკვნები ფეხქვეშ იყო გათელილი.
ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ აუცილებლად გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს და ეს მართლაც ასეა. პრობლემა არის სხვა - დასკვნა, რომელიც დადო ეუთო/ოდირმა, სადაც, რა თქმა უნდა, იყო შენიშვნები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაუმჯობესოთ ეს მიმართულება, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მისი დისკრედიტაციის კამპანია, რაშიც ჩართული იყო არა მხოლოდ ქართული მედიის ნაწილი, არამედ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მაღალი თანამდებობის პირები და, გვახსოვს, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ. ეს არის ფაქტები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი.
„უნდა გაისიგრძეგანოთ და გაითავისოთ, რომ ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი და იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და არა ვინმე, გარედან დაწერილი მესიჯებითა და გადაწყვეტილებებით, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, - განაცხადა მერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო დამკვირვებლები მოწვეული იქნებიან.
„როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, როგორც ყველა არჩევნების დროს, მოწვეული და წარმოდგენილნი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები. ამის არანაირი პრობლემა არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1750349205
ახალი ამბებიავარია აჭარაში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენი...
1750344882
მსოფლიონეთანიაჰუ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე: ირანში არავინ არის ხელშეუხებელი
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ გამორიცხა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ დარტყმა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს. „მე გავეცი მითითება,...
1750344083
მსოფლიოირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ქალაქ ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის...
1750343993
მსოფლიოირანმა აშშ-ის ბაზებზე დარტყმებისთვის რაკეტები მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი კონფლიქტში ჩაერთვება - CBS
ირანმა მოამზადა რაკეტები და აღჭურვილობა რეგიონში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებისთვის, თუ შეერთებული შტატები შეუერთდება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ საკითხზე ინფორმირებულმ...
1750341955
საზოგადოებააშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: უცხოური დახმარების, მათ შორის USAID-ის პროგრამების ფარგლებში, ფინანსების არამიზნობრივი მოხმარების, თაღლითობისა და ფლანგვის ფაქტები ხშირი იყო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, უცხოური დახმარების, მათ შორის უმეტესად USAID-ის პროგრამების ფარგლებში, ფინანსების არამიზნობრივი მოხმარების, თაღლითობისა და ფლანგვის...