კახა კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარმოებელი კომპანია ვერ იღებს პასუხისმგებლობას.

ამის შესახებ მან აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, მედიკამენტს ე.წ. შავი ჩარჩოს გაფრთხილება მიენიჭა.

„გულწრფელად გეტყვით, დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა, რადგან თემა მწვავე იყო, მეც მოვიძიე ინფორმაცია, თუ რა ვითარება იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, რომ კომპანია, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს აწარმოებს, თავად ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე.

ყველანაირ პოლიტიკას დავანებოთ თავი, ადამიანურად ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776687367

ახალი ამბები

მაჭავარიანი: ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც კონკრეტული გეგმა შეუდგინა ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იგორ ბლაჟევიჩი არის იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი და მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც ოპოზიციას კონკრეტ...

ლევან მაჭავარიანი

1776686508

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ არჩევნებში გამარჯვება ბულგარელი ხალხისთვის მუდმ...

 ირაკლი კობახიძე

1776685245

ახალი ამბები

გეკა გელაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირ...

გეკა გელაძე

1776683611

ახალი ამბები

მაჭავარიანი ბულგარეთში ჩატარებულ არჩევნებზე: არჩევანი გაკეთდა ადამიანზე ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები, ეს მიდგომები არ ჯდება „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში და მაშინვე შერაცხეს ის, როგორც რუსეთის გავლენების ქვეშ მყოფი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბულგარეთის ვადამდელ არჩევნებს ეხმაურება. როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, საბოლოო ჯამში ბულგარეთმა გააკეთა თავისი არჩევანი დ...

ლევან მაჭავარიანი

1776680423

ახალი ამბები

სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბათუმში, უცხო ქვეყნის 1 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს - აღნიშნული პირები გაწევრიანებულები იყვნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონი...

სუს-ის