კოტე ჟღენტი: ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი
რაღაცა რომ შეგელახოს, უნდა გქონდეს. აღარ არის [არასამთავრობო ორგანიზაციების] ავტორიტეტი საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა ქართული „ენჯეოების“ შელახული ავტორიტეტის ბრიუსელის მიერ აღდგენის მცდელობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესებიდან არა მხოლოდ მარტო პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, არამედ საზოგადოებაც სწავლობს.
„ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი. მოაზროვნე ადამიანი ერთხელ რომ დაინახავს, რომ რაც არ არის, იმას აგზავნიან და უცხოეთიდან მოდის ანგარიშის სახით, ბუნებრივია, შეელახებათ ავტორიტეტი.
არა მგონია, ევროკავშირი ფიქრობდეს, რომ „ენჯეოების“ ჩართვა აზიანებს ევროკავშირის ავტორიტეტს საქართველოს მოსახლეობის თვალში. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სწორად იქცევიან და იმ ხაზს, რასაც გვახევენ, აუცილებლად უნდა მივყვეთ. არჩევნების შედეგებსაც კი არ ცნობენ. ეუთო/ოდირმა დაადასტურა არჩევნები და მას შემდეგ ატყდა ერთი ამბავი.
რეზოლუციების შექმნის დროს აუცილებელია, რომ ქვეყნის შიგნით არსებული ინფორმაცია მიიღო და რაღაც ნაწილზე დაყრდნობით მოამზადო ანგარიში. მარტო ესენი [არასამთავრობოები] ჰყავთ მოკავშირეებად, ვინც უგზავნის ინფორმაციას. როდესაც მხოლოდ ერთ მხარეზე დაყრდნობით აცხობ ანგარიშებს, არ არის მისაღები“, - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.
1776687367
ახალი ამბებიმაჭავარიანი: ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც კონკრეტული გეგმა შეუდგინა ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იგორ ბლაჟევიჩი არის იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი და მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც ოპოზიციას კონკრეტ...
1776686508
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ არჩევნებში გამარჯვება ბულგარელი ხალხისთვის მუდმ...
1776685245
ახალი ამბებიგეკა გელაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირ...
1776683611
ახალი ამბებიმაჭავარიანი ბულგარეთში ჩატარებულ არჩევნებზე: არჩევანი გაკეთდა ადამიანზე ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები, ეს მიდგომები არ ჯდება „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში და მაშინვე შერაცხეს ის, როგორც რუსეთის გავლენების ქვეშ მყოფი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბულგარეთის ვადამდელ არჩევნებს ეხმაურება. როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, საბოლოო ჯამში ბულგარეთმა გააკეთა თავისი არჩევანი დ...
1776681480
ახალი ამბებიკახა კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...































