კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე: ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ დაითმობა

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა - ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ისმის კითხვა: რა არის ამის მიზეზი? რას აკეთებს საქართველო ისეთს, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა? ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს და დაიცავს ქვეყანაში უსაფრთხოებას, მშვიდობას და განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას. ქვეყნის ინტერესების დათმობა არ მოხდება. ეს უნდა გაიგოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, მითითებები მისცეს ხელისუფლებას. ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებას და არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, ისე მოიქცეს, როგორც მაგალითად, უკრაინასთან მიმართებით მოიქცნენ, როგორც ის იქნა გამოყენებული ვიღაცების ინტერესებისთვის. საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს. ჩვენ გვახსოვს, რამხელა უბედურება მოუტანა 2008 წლის ომმა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კითხვაზე, თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების თავიდან ასაცილებლად, მერი ამბობს, რომ გეგმა მარტივია:
„ჩვენი გეგმა არის ძალიან მარტივი, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოწოდება იყო და რეზოლუციაშიც ასახეს, რომ ქვეყანა უნდა მიუერთდეს სანქციებს, არ ვაპირებთ სანქციებზე მიერთებას, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - არ გვინდა, ეკონომიკა ჩამოიშალოს და ამან კიდევ დამატებითი პრობლემები გამოიწვიოს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ არავის ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, საქართველო არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფრისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, იბრძოლეს, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1749805860
ახალი ამბებიკახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს. მისივე განმარტებით...
1749805015
მსოფლიოისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ყველა ირანული დრონი ჩამოაგდეს
ისრაელის მედიის ცნობით, ყველა ირანული დრონი, რომელიც ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის საჰაერო იერიშის საპასუხოდ გაუშვეს, განადგურებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმა...
1749803899
ახალი ამბებიგია ვოლსკი მმართველი გუნდის საჩივრებზე: ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან
„ქართული ოცნებისთვის“ თვითმიზანი არ არის ვინმეს დასჯა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ...
1749802838
ახალი ამბებიგორში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
გორის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხ...
1749801468
ახალი ამბებისაქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოე...