„კაცი მისსავე ავტომობილში მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით მანქანა მდინარეში ჩააგორა და მიიმალა“ - პოლიციამ აჭარაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გ.ბ.- ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე,საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარება, ხოლო თ.შ. მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა,რომ გ.ბ.- მ მიმდინარე წლის 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობი, 1992 წელს დაბადებული ბ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მისსავე ავტომობილში მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მანქანა მდინარეში ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით,ასევე,დადგინდა, რომ გ.ბ.- ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო მისი მეგობრისთვის - თ.შ.-სთვის,თუმცა მან მომხდარის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შს სამინისტროში.
1749918447
ახალი ამბებივახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ...
1749915866
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს
ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდ...
1749914278
ახალი ამბებიბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ
ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღი...
1749912610
ახალი ამბებიპროკურატურა სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქ...
1749910145
ახალი ამბებიავარია გონიოში - დაღუპულია 3 ადამიანი
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხ...