ლაშა ხუციშვილი ბიუჯეტის შესრულებაზე: დაახლოებით, ათი წელია სამინისტროს აღრიცხვის სისტემა არ შეუცვლია. შესაბამისად, უცოდინარობას ვერ დავაბრალებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტი პირველი კვარტლის მონაცემებით 102%-ით შესრულდა და მის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს.

„ბიუჯეტი სრულდება იმ მოცულობით და იმ ფორმით, რაც არის დაგეგმილი. ასევე, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, განმარტება გავაკეთოთ გადასახადის გადახდასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით, ათი წელია ფინანსთა სამინისტროს არ შეუცვლია აღრიცხვის სისტემა, რომელიც გადასახადების აღრიცხვას ასახავს ბიუჯეტში. შესაბამისად, ნამდვილად უცოდინარობას ვერ დავაბრალებთ იმ ადამიანებს, რომლებიც რატომღაც ასეთი ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებენ. ათი წელი ნამდვილად საკმარისია იმისათვის, რომ შეისწავლო ბიუჯეტის აღრიცხვის სისტემები. ასე რომ ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ასევე განმარტებას გავაკეთებ რომ „სხვა გადასახადების“ მუხლი, რომელიც არის ბიუჯეტში და სადაც აღირიცხება შემოსული თანხები, ეს არ არის წინსწრებით გადახდილი თანხები. ეს არის ის თანხები, როდესაც გადამხდელს ვალდებულება აქვს გადასახადის გადახდის, ხოლო შემდგომ აქვს დამატებით მიცემული გარკვეული პერიოდი - მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, რომ მოახდინოს მისი დეკლარირება და სწორად შეავსოს დეკლარაცია. საუბარია იმ გადასახადებზე, რომელიც იბეგრება გადასახადის წყაროსთან. მაგალითად, ესაა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი. შემდგომ, როდესაც დეკლარაციები ბარდება მომდევნო თვის 15 რიცხვში, ბუნებრივია, ეს თანხები მიიმართება კონკრეტულად დეკლარაციაში დაფიქსირებულ გადასახადში. შესაბამისად, ეს არის ის პერიოდი, როდესაც გადახდასა და დეკლარირებას შორის თანხა ხვდება „სხვა გადასახადების“ ანგარიშზე და შემდგომ გადამისამართდება შესაბამის ანგარიშზე. რეალურად არის რეფორმა, რომელიც საქართველომ განახორციელა. ერთიანი გადახდის ანგარიშის სისტემის რეფორმა წარმატებით ხორციელდება თითქმის ათი წელია. შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგებზე ათი წლის თავზე კითხვების დასმა, ბუნებრივია, ვერ იქნება რაიმე ტიპის გაუგებრობა. ეს არის წმინდა წყლის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. როდესაც ბიუჯეტი სრულდება 102%-ით, იმის მტკიცება, რომ ბიუჯეტი ვერ შესრულდა, ამ დეზინფორმაციას დიდი ხნის სასიცოცხლო პერიოდი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მეოთხე წელია მსოფლიოში არის ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით. შესაბამისად, ყველა ის თანხა, ყველა ის ანგარიში, რომელიც ბიუჯეტთან არის დაკავშირებული ონლაინ რეჟიმში ავტომატურად, შესრულებისთანავე ქვეყნდება, ყველასთვის ხელმისაწვდომია და ამ ნაწილში კითხვის ნიშნები ნამდვილად ვერ იქნება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745827505

საზოგადოება

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი). ცენ...

ცესკო

1745824589

ახალი ამბები

„ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს“ - 7 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე დედას და ბებიას ბრალდება წარუდგინეს

„საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. განცხადების თანახმად,...

„საქართველოს პროკურატურა

1745821997

ახალი ამბები

ვოლსკი: არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს, შემდეგ შეიცვალოს სახელი და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს

არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ს...

გია ვოლსკი

1745820200

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკისთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ, გარიგების დადება სურს

თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო მეტად არის დაინტერესებული ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევით. ტრამპმა ჟურნალისტის დასმული კი...

ტრამპი

1745819306

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდ...

მიხეილ ყაველაშვილი