„ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა“ - გორში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

პოლიციამ, გორში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
1745832121
ახალი ამბებიშალვა ოგბაიძე: პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი - არ ფიგურირებს, მაგრამ მას, ძალიან ხშირად, ნახულობდნენ ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე
პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი, - ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ პარლამენტის დროებითი ს...
1745830063
მსოფლიოთურქეთში მიწისძვრა იყო
თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპი...
1745828324
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: USAID-ის ჩახსნამ, მათ შორის, საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც, შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები, სწორედ, ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს
ახალი ადმინისტრაცია, რეალურად, ახერხებს „დიფსთეითის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შ...
1745827505
საზოგადოებაცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი). ცენ...
1745827077
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველო, კვლავ, რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ის ერთგულია 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა, ახალი ფურცლის გადასაშლელად
საქართველო, კვლავ, რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ერთგულია მეგობრებთან 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის, ახალი ფურცლის გადასაშლელად, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე...