ლევან დავითაშვილი: უნგრეთთან მეორე სამიტი თანამშრომლობის, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას შეეხებოდა

„მეორე სამიტი, რომელიც გაიმართა უნგრეთის ხელისუფლებასთან, ვფიქრობ, რომ იყო ძალიან საინტერესო და შეეხებოდა თანამშრომლობის, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას, რაზეც პრემიერ-მინისტრებმაც გააკეთეს განცხადება. სამიტი შეეხო როგორც სპორტს, კულტურას, განათლებას, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ეხმარება ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში იმიტომ, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერია, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო - უნგრეთის მთავრობათაშორისი მეორე სამიტი, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.
რაც შეეხება სამიტის კონკრეტულ შედეგებს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის ცალკეულ დარგებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს უნგრეთთან ვაჭრობის კუთხით აქვს წინსვლა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ტრანსპორტის, კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მისი თქმით, უნგრეთის ავიაკომპანია WizzAir - ი საქართველოში წარმომადგენლობას აფართოებს და დღეს საქართველოს ავიაბაზრის ნომერი პირველი ავიახაზებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაახლოებით 28 მიმართულებასთან აკავშირებს.
ამის მიუხედავად, პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის არსებული დონე არასაკმარისია.
„ორივე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი და საკმარისად არ გვაქვს ათვისებული თანამშრომლობის პოტენციალი, ამიტომ ჩვენ დავიგეგმეთ, რომ ის პლატფორმები, რომლებიც ორმა ქვეყანამ შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კერძო სექტორმა უფრო მეტად აქტიურად უნდა გამოიყენოს,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულებაზე ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ, ასევე უნგრეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ მემორანდუმებზე კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის კუთხით.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განხორციელდეს. ამისთვის ჩვენ, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რათა შესაძლებლობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით არსებობს, უკეთ გამოვიყენოთ. კონკრეტულად შევეხეთ თანამშრომლობას ენერგეტიკაში, სატრანსპორტო სფეროში, საინვესტიციო მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ვაჭრობის კიდევ უფრო გაზრდის კუთხით,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
1749805860
ახალი ამბებიკახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს. მისივე განმარტებით...
1749805015
მსოფლიოისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ყველა ირანული დრონი ჩამოაგდეს
ისრაელის მედიის ცნობით, ყველა ირანული დრონი, რომელიც ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის საჰაერო იერიშის საპასუხოდ გაუშვეს, განადგურებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმა...
1749803899
ახალი ამბებიგია ვოლსკი მმართველი გუნდის საჩივრებზე: ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან
„ქართული ოცნებისთვის“ თვითმიზანი არ არის ვინმეს დასჯა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ...
1749802838
ახალი ამბებიგორში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
გორის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხ...
1749801468
ახალი ამბებისაქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოე...