ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციას: ბოლო ათი არჩევნებია, მოსახლეობა თქვენ გაცხადებთ არალეგიტიმურად და რა უფლებით საუბრობთ მიხეილ ყაველაშვილზე - ის არის პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას პრინციპულად და პასუხისმგებლობით აგრძელებს
„მიხეილ ყაველაშვილი არის ლიდერი, რომლის გზაც სპორტიდან სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისკენ გადადის - სიძლიერის, თავმდაბლობისა და ერთგულების შერწყმით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ლევან კოჭლოშვილის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას პრინციპულად და პასუხისმგებლობით აგრძელებს.
„ბოლო ათი არჩევნებია, მოსახლეობა თქვენ გაცხადებთ არალეგიტიმურად და რა უფლებით საუბრობთ მიხეილ ყაველაშვილზე?
მიხეილ ყაველაშვილი - ადამიანი, რომლის ცხოვრება ძალის, ნებისყოფისა და ერთგულების მაგალითია.
ის არის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი შრომითა და ნიჭით საქართველოს სახელი საერთაშორისო არენაზე გაიტანა.
მამა, რომელიც ოჯახურ ღირებულებებსა და სიყვარულს თავის უმთავრეს საყრდენად მიიჩნევს.
პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას პრინციპულად და პასუხისმგებლობით აგრძელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მოქალაქეთა ნდობას ემსახურება გულწრფელად და ღირსეულად.
და ბოლოს, კარგი მეგობარი - ადამიანური სითბოთი, ღირსებითა და სანდოობით გამორჩეული პიროვნება.
მიხეილ ყაველაშვილი არის ლიდერი, რომლის გზაც სპორტიდან სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისკენ გადადის - სიძლიერის, თავმდაბლობისა და ერთგულების შერწყმით“, - წერს ლევან კოჭლოშვილი.
1762586421
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის
„სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე“, - ამის შესახებ საქ...
1762546523
მსოფლიოტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს დახურავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ დახურავს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს, რათა მხარი დაუჭიროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს 2026 წლის არჩევნებში. აშ...
1762544403
ახალი ამბებისოზარ სუბარი 7 ნოემბრის მოვლენებზე: ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია - ეს დღე დარჩა იმ დღედ, რომელმაც ის პოლიტიკურ სამარეში გაისტუმრა
„ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ 18 წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია. „არის თარიღები, რომლ...
1762541747
ახალი ამბებისალომე ზურაბიშვილი: ბევრი მინისტრი იძულებულია, გაჩუმდეს, ვხედავთ, რამდენი მათგანია კორუფციის მხილების ქვეშ, თვით ღარიბაშვილი, როცა მას ჰქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით ევროპულ გზას
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან და ვახო სანაიასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს ევროინტეგრაციაზე საუბრისას კორუფციის თემებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რო...
1762539622
მსოფლიო„დიდი ლიდერი“ - ტრამპმა ორბანი თეთრ სახლში მიიღო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მივიდა. ტრამპი ორბანს თეთრი სახლის კიბეებზე შეხვდა. როდესაც ჰკითხეს ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედ...



























