სალომე ზურაბიშვილი: ბევრი მინისტრი იძულებულია, გაჩუმდეს, ვხედავთ, რამდენი მათგანია კორუფციის მხილების ქვეშ, თვით ღარიბაშვილი, როცა მას ჰქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით ევროპულ გზას
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან და ვახო სანაიასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს ევროინტეგრაციაზე საუბრისას კორუფციის თემებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მაგალითად, მინისტრები, იძულებული არიან, გაჩუმდნენ, რადგან ისინი „კორუფციის მხილების ქვეშ არიან და ელოდებიან, ხვალ რა და როგორ მოხდება“.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილიც კი ცდილობდა, დაერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები, რომ საქართველო არ სცილდებოდა ევროპულ გზას.
„ის 80 პროცენტი, რომელიც მუდმივად ევროკავშირის მომხრედ აისახებოდა სხვადასხვა კვლევაში, არსად წასულა. როგორც პროტესტი არსად წასულა, ეს ხალხიც არსად წასულა. თუნდაც ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მინისტრებიც და სხვებიც, შიგნით რამდენს უნდა რუსეთი? რამდენი არის ვალდებული, რომ გაჩუმდეს, რაღაცები მიიღოს და რამდენს უნდა საქართველოს ორიენტაციის ეს ცვლილება და რამდენს არ უნდა, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, ნორმალური, დემოკრატიული ევროპული ქვეყანა, მე ვიტყოდი, რომ ასეთი ძალიან ცოტაა, რომელიც თავისი ნებით ამ გზას აირჩევდა, მაგრამ სხვადასხვა მოცემულობა არის ისეთი, რომ არიან ძალიან დიდი პრესის ქვეშ და ვხედავთ, რამდენი მინისტრი არის დღეს კორუფციის მხილებების ქვეშ და ელოდება, ხვალ რა და როგორ მოხდება. თვით ღარიბაშვილი, როცა ჰქონდა მას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სანამ თვითონ დადიოდა, ძალიანაც ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით იმ [ევროპულ] გზას, თუნდაც ამ რეფორმებს არ ვასრულებდით, რაც დაკისრებული გვქონდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1762586421
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის
„სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე“, - ამის შესახებ საქ...
1762546523
მსოფლიოტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს დახურავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ დახურავს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს, რათა მხარი დაუჭიროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს 2026 წლის არჩევნებში. აშ...
1762544403
ახალი ამბებისოზარ სუბარი 7 ნოემბრის მოვლენებზე: ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია - ეს დღე დარჩა იმ დღედ, რომელმაც ის პოლიტიკურ სამარეში გაისტუმრა
„ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ 18 წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია. „არის თარიღები, რომლ...
1762539622
მსოფლიო„დიდი ლიდერი“ - ტრამპმა ორბანი თეთრ სახლში მიიღო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მივიდა. ტრამპი ორბანს თეთრი სახლის კიბეებზე შეხვდა. როდესაც ჰკითხეს ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედ...
1762536726
ახალი ამბებივასილ მაღლაფერიძე: სააკაშვილმა მხოლოდ საქართველოს „პროგრესულ“ ნაწილს მიმართა და უთხრა - თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, დავიწყოთ „დეგრუზინაზაციის“, ბარბაროსების ჩარეცხვის და უტილიზაციის პროცესიო
2025 წლის 6 ნოემბერს კი მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საქართველოს „პროგრესულ“ ნაწილს მიმართა და უთხრა - თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი...



























