ლევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს, ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ
საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად იმ უსამართლო და ბინძური მეთოდებით გვებრძოდნენ, როგორითაც დღეს ბრიუსელი გვებრძვის - სიცრუით, შანტაჟით, მუქარით, დეზინფორმაციით, ორმაგი სტანდარტით და ა.შ.“,- წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
მაჭავარიანი დონალდ ტრამპის წერილს ეხმიანება, რომელიც პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად იარონ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ.
მაჭავარიანი ოპტიმიზმით არის განწყობილი, რომ საქართველო-აშშ-ს შორის რეალური მეგობრობა და პარტნიორობა დაიწყება.
„საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად იმ უსამართლო და ბინძური მეთოდებით გვებრძოდნენ, როგორითაც დღეს ბრიუსელი გვებრძვის - სიცრუით, შანტაჟით, მუქარით, დეზინფორმაციით, ორმაგი სტანდარტით და ა.შ.
ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს:
🔹 ზემოთ აღნიშნული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დაპირისპირებაში ვიყავით იმ ადმინისტრაციასთან, რომელსაც ბატონი ტრამპი მტრად მოიხსენიებს
🔹ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას
🔹სრული თანხვედრა ღირებულებებსა და პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში
🔹ანალოგიური პოზიციები და გზავნილები სახელმწიფოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით
🔹მსგავსი შეფასებები რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით
🔹ერთნაირი ხედვა ევრობიუროკრატიის პრობლემებთან დაკავშირებით - ჩვენი პრეტენზიები ბრიუსელთან მიმართებაში ერთი-ერთში ასახა აშშ-მ თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში
🔹გარე ჩარევის რისკების იდენტური შეფასება
🔹სრული თანხვედრა NGO-ებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებაში
🔹ანალოგიური შეფასებები ულტრამემარცხენე იდეოლოგიასთან მიმართებაში
ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ ამერიკელ კოლეგებთან და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო-აშშ-ს შორის რეალური მეგობრობა და პარტნიორობა დაიწყოს“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
1784315868
მსოფლიოAxios: აშშ-მა ისრაელს აცნობა, რომ ისრაელში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის
შეერთებულმა შტატებმა ისრაელს აცნობა, რომ ქვეყანაში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი, ფართო...
1784313938
ახალი ამბებინაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა - ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორ...
1784310128
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...
1784309067
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ, დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს...
1784306764
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანას
„ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. თავდაც...






























