ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ, დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ.

ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

მიქელაძე ხაზს უსვამს, რომ ევრობიუროკრატების საპირისპიროდ, ტრამპს არ განუსხვავებია კანონიერად არჩეული მთავრობა და ქართველი ხალხი.

„მოქმედი ხელისუფალის მიმართ და ტრამპი არ ყოფს ამ მიმართვაში კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან ბრიუსელის რიგი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით“, - წერს ზაალ მიქელაძე.

დეპუტატი იხსენებს რადიკალური ოპოზიციის განცხადებებსაც უკრაინის შესახებ და წერს, რომ აოხრებული ქვეყნის სანაცვლოდ თანხის შოვნით „აყვავებული მომავალი“ არ ჩანაცვლდება.

მიქელაძე აღნიშნავს იმასაც, რომ გარკვეულ ძალებს ხელს აძლევს პროქსი ომები და რევოლუციური ზრახვები.

„ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- უმთავრესი გზავნილია ზესახელწიფოს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ხელისუფალის მიმართ.

დიახ მოქმედი ხელისუფალის მიმართ და ტრამპი არ ყოფს ამ მიმართვაში კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან ბრიუსელის რიგი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით. ზოგიერთი უგვანო/უსამშობლო უსახო აგენტის ნაოცნებარი-განადგურებული, აოხრებული ქვეყნის სანაცვლოდ მილიარდ/ტრილიონების შოვნით( ევრობიუროკრატების მეოხებით) არ ჩანაცვლდება „მშვიდობიანი მომავალი“.

პროქსი ომებიდან ამონაგები ფულით ნასაზრდოები „მაოხრებელი გზირები“ ევროპარლამენტსა თუ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებში „დიფ სთეითის“ საცეცებს ებღაუჭებიან რევოლუციური ზრახვებით. ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთნდობითა და გონიერებით გვექნება სანუკვარი სამშობლო“, - წერს ზაალ მიქელაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784315868

მსოფლიო

Axios: აშშ-მა ისრაელს აცნობა, რომ ისრაელში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის

შეერთებულმა შტატებმა ისრაელს აცნობა, რომ ქვეყანაში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი, ფართო...

ისრაელს აცნობა

1784313938

ახალი ამბები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა - ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორ...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1784311658

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს, ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ

საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად ი...

ლევან მაჭავარიანი

1784310128

ახალი ამბები

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა

1784306764

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანას

„ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. თავდაც...

თენგიზ შარმანაშვილი