ლევან მაჭავარიანი: ღია კონკურენციაში არიან შესულები ისეთი პოლიტიკური გიგანტები, როგორებიც არიან პაატა ბურჭულაძე და სალომე ზურაბიშვილი, შიდა სპექტაკლი აქვთ

„ღია კონკურენციაში არიან შესულები ისეთი პოლიტიკური გიგანტები, როგორებიც არიან პაატა ბურჭულაძე და სალომე ზურაბიშვილი, ერთი ერთ პლატფორმაზე საუბრობს, მეორემ ვერ გაგვარკვია, რა უნდა, ზურაბიშვილი ხან ალტერნატიულ პარლამენტზე საუბრობს, ხან ალტერნატიულ მთავრობაზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პაატა ბურჭულაძე ჯერ არჩევნების ტელეფონებით ჩატარებაზე საუბრობდა, ახლა ეროვნულ ყრილობაზე საუბრობს.

„რამდენად არასერიოზული არიან თავიანთი „დღის წესრიგით“, კი ვხედავთ. ყველაზე უცნაურია, რომ რადიკალური ოპოზიცია ღალატობს საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც.

პირველ რიგში, ისინი თავიანთ ამომრჩეველს ღალატობენ. საკუთარი თავი ჩიხურ მდგომარეობაში ჩაიყენეს. ამბობენ, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო და მტკიცებულება ვერ დადეს.

ამბობდნენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, მაგრამ ახლა მათმა ნაწილმა რიტორიკა შეცვალა. როგორც უკარნახებენ, ისე იმოქმედებენ, რაღაც შიდა სპექტაკლი აქვთ“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749805860

ახალი ამბები

კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს. მისივე განმარტებით...

კახა კალაძე

1749805015

მსოფლიო

ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ყველა ირანული დრონი ჩამოაგდეს

ისრაელის მედიის ცნობით, ყველა ირანული დრონი, რომელიც ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის საჰაერო იერიშის საპასუხოდ გაუშვეს, განადგურებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმა...

ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებ

1749803899

ახალი ამბები

გია ვოლსკი მმართველი გუნდის საჩივრებზე: ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან

„ქართული ოცნებისთვის“ თვითმიზანი არ არის ვინმეს დასჯა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ...

გია ვოლსკი

1749802838

ახალი ამბები

გორში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო

გორის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხ...

დაკავება, პოლიცია

1749801468

ახალი ამბები

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოე...

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს