ლევან მაჭავარიანი: გუბაზ სანიკიძე რასაც საუბრობს იქიდან 1%-იც არ შეიძლება იყოს სიმართლე, ალბათ ყველაზე უპრინციპო ადამიანია ქართული პოლიტიკის ისტორიაში

„გარედან მართული დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელება „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ“, - ასე აფასებენ მმართველ გუნდში გუბაზ სანიკიძის განცხადებას ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ასეთი მსხვილი ინვესტიცია რამენაირად გააშავონ და საზოგადოებაში აჟიოტაჟი შემოიტანონ.

„ჯერ „ლელომ“ დაიწყო, შემდეგ „ალტ ინფო“ ჩართეს, „პატრიოტთა ალიანსი“, ახლა ბატონი სანიკიძე ჩაერთო ამ ყველაფერში. გუბაზ სანიკიძე რასაც საუბრობს იქიდან ერთი პროცენტიც არ შეიძლება იყოს სიმართლე. ალბათ, ყველაზე უპრინციპო ადამიანია ქართული პოლიტიკის ისტორიაში. იმასაც შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ როდესაც აპელირებენ ეს ძალები, რომ ქართველები ვერ შეისყიდდნენ იქ ბინებს, ვინაიდან ძალიან მაღალი ფასები იქნებოდა, 10 000 დოლარს გადასცდებოდა და ა.შ. უკვე გაყიდვები დაწყებულია, 2 000 დოლარია კვადრატული მეტრის ფასი, რაც არის ჩვეულებრივი საბაზრო ღირებულება, რა ღირებულებითაც ქართული დეველოპერები სთავაზობენ ბინებს მომხმარებლებს.

შესაბამისად, ეს ტყუილიც ლუსტრირებულია. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის, როგორიც არის ასეთი მსხვილი ინვესტიცია, რამენაირად გააშავონ და საზოგადოებაში შემოიტანონ აჟიოტაჟი, ვინაიდან იციან, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768224963

ახალი ამბები

პაატა სალია: როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მასთან საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო

„როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მასთან საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციი...

პაატა სალია

1768223668

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის გეგმაზე, რომელიც „ენჯეოებისა“ და მედიისთვის დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს: იძულებულები გახდნენ, ის დაკლებული დაფინანსება, რაც აშშ-დან იგრძნეს, თვითონ შეავსონ

„იძულებულები გახდნენ, ის დაკლებული დაფინანსება, რაც აშშ-დან იგრძნეს, თვითონ შეავსონ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმაევროკომისიის გეგმაზე, რომე...

ლევან მაჭავარიანი

1768223316

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6971 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1768221814

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში ორ არასრულწლოვანს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს ოზურგეთში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება. უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:...

შსს

1768221296

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან

ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტ...

ლევან მახაშვილი