ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე არის საქმის უზადო პროფესიონალი, იგი ამ უწყებას ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება

„მამუკა მდინარაძე არის საქმის უზადო პროფესიონალი, იგი ამ უწყებას ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით ქვეყანა აბსოლუტურად უსაფრთხო და დაცული იქნება.

„ჩემი აზრია და არა მხოლოდ ჩემი აზრი, რომ იგი იქნება ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავისი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, იმ ნიჭიდან გამომდინარე, რა ნიჭითაც იგი არის დაჯილდოებული და იმ ენერგიიდან გამომდინარე, რა ენერგიის მატარებელიც არის მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე არის ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანი და მამუკა მდინარაძე არის საქმის უზადო პროფესიონალი. იგი ამ უწყებას გაუძღვება ძალიან მაღალ დონეზე და ეს უწყება, რომელიც ისედაც მოწოდების სიმაღლეზეა ნამდვილად, კიდევ აბსოლუტურად სხვა მასშტაბებს დაიპყრობს და ჩვენი ქვეყანა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო, დაცული ბატონი მდინარაძის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757009633

საზოგადოება

საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა

საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...

გიორგი მშვენიერაძე

1757008926

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1757008896

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.  

ხვიჩა კვარაცხელია

1757007455

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, რომლის ავტორიც ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ამჟამად თამაშის ანგარიში 3:1-ია, თურქეთის სასარგებლოდ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირვ...

საქართველოს ნაკრებ

1757006349

სპორტი

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურ...

საქართველოს ნაკრები