ჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო მილანში გლოვის დღე გამოცხადდა

მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო ქალაქში გლოვა გამოაცხადა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Il Giornale-ი იუწყება, გლოვის დღედ 8 სექტემბერი გამოცხადდა.

ჯუზეპე სალამ არმანი იტალიური მოდის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად მოიხსენია. მან აღნიშნა, რომ დიზაინერი იყო ნიჭიერი ადამიანი უამრავი ინტერესით, რომელსაც შეეძლო თავისი შემოქმედება „საკუთარი პიროვნების მკაცრი და ელეგანტური სტილით“ გაეჟღენთა.

„მილანს მისი შემოქმედებითი ხედვა, აქტიური მონაწილეობა და ჩვენი ქალაქის ცხოვრების მხარდაჭერა მოაკლდება“, - განაცხადა მერმა.

Giorgio Armani S.p.A.-ის დამფუძნებელი, ჯორჯო არმანი 4 სექტემბერს, 91 წლის ასაკში, გარდაიცვალა. გამოსამშვიდობებელი ცერემონია 6 და 7 სექტემბერს მილანში გაიმართება, თუმცა, გარდაცვლილის სურვილის თანახმად, დაკრძალვა საჯარო არ იქნება.

ჯორჯო არმანიმ საკუთარი ბრენდი 1975 წელს დააარსა. იმავე წელს წარადგინა მამაკაცის ტანსაცმლის პირველი კოლექცია, რის შემდეგაც მალევე გაჩნდა ქალის ტანსაცმლის ხაზი. მოგვიანებით კი ბრენდმა პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და სხვა პროდუქტების გამოშვებაც დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას 500-ზე მეტი მაღაზია აქვს. ბიზნესი ასევე მოიცავს ორ სასტუმროს (მილანსა და დუბაიში) და 26 რესტორანს.

Forbes-ის შეფასებით, დიზაინერის ქონება 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა. არმანი თავად ხელმძღვანელობდა კომპანიას და მისი ერთადერთი მფლობელი იყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757018523

სპორტი

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფშია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა, თუმცა რჩებოდა მერვედფინალში გასვლის შანსი. ამისთვის საჭირო იყო ჯგუფის ბოლო მატჩში საბერძნეთს...

საქართველოს ნაკრები

1757017970

საზოგადოება

ვოლსკი: ერთადერთი ვინც მოიგო, იყო სააკაშვილი. როგორც რუსეთის მაგინებელი, წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდა, იყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რასაც უნდოდა აკეთებდა - რომ არა ივანიშვილის გააქტიურება, სააკაშვილი იქნებოდა და იქნებოდა

როდესაც ხარ დაფინანსებული, ხარ ვალდებული, რომანტიზირებული, რევოლუციური იდეით შეპყრობილი, გაქვს ისეთი მოცემულობა, როდესაც ინფორმაცია ნაკლები გაქვს, მაგრამ მონაწილეობ რაღაც პროცესში, რომელიც შენ პიროვნე...

გიორგი ვოლსკი

1757017384

მსოფლიო

ჯორჯია მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ „მსურველთა კოალიციის“ ლიდერთა შეხვედრაში ვიდეო-კავშირით მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის მთავრობა ავრცელებს. მელონიმ კიდევ ერთხელ წარადგინა...

ჯორჯია მელონი

1757016286

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: რა უნდა სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუმტკიცოს სენატორებს, რომ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ითხოვდნენ ინვესტიციის ჩადებას, თურმე საქართველოს ხელისუფლებამ მათ უარი უთხრა?! ეს ხომ ცრუპენტელობა და უსამშობლობაა?!

რა უნდა სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუმტკიცოს სენატორებს, ჰელსინკის კლუბს, რომ „შუა დერეფანი“ არსებობს, ჩინეთის ინტერესები არის, სხვისი არავისი და ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იყვნენ და ითხ...

გიორგი ვოლსკი

1757013877

საზოგადოება

ვოლსკი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ, რადგან სხვა გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში საქართველოს მიერ გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ. არ აინტერესებთ, სხვა მიზანი, ინტერესი და გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო დიდი და სერიოზულია, ვიდრე იმის განხი...

გია ვოლსკი