ლევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ

მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავიდან ბოლომდე ევრობიუროკრატების პასუხისმგებლობაა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
„ხშირად მოვუწოდებთ ელჩებსა, თუ დიპლომატებს და შემდეგ ვასაჯაროებთ ამ მიმართვებს. ისინი ამ ყველაფერს კრიტიკას უწოდებენ. ჩვენ არავის ვაკრიტიკებთ კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, განსხვავებით მათგან, როდესაც ჰაერზე საუბრობენ და თურმე ეს ჩვენმა მოსახლეობამ უნდა დაიჯეროს. მათივე ფულით დაფინანსებული „ენჯეოები“ ეწევიან კამპანიებს, რომელიც აღვივებს შუღლს, თესავენ ზიზღს, აღვივებენ პოლარიზაციას საზოგადოებაში. ელჩებისგან მხოლოდ დაგმობას ვითხოვთ, ან მოწოდებას, რომ ეს არ არის ევროპული საქციელი.
ყოველთვის ვმიჯნავთ იმას, რომ ევროპა, ევროპელი ხალხი და ევროკავშირი არის სხვა, და ევრობიუროკრატები - სხვა. მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავიდან ბოლომდე ევრობიუროკრატების პასუხისმგებლობაა. ამაში ჩვენი პასუხისმგებლობა საერთოდ ნულია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1749230522
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...
1749228247
ახალი ამბებიკახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს
თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...
1749227217
სპორტიმერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...
1749226106
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...
1749222260
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...