ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მთავარი სურვილი და კანონის მიზანი არის ის, რომ ადამიანი არ უნდა გადავიდეს რაღაც ზღვარს შეურაცხყოფის დროს

ჩვენი მთავარი სურვილი და კანონის მიზანი არის ის, რომ ადამიანი არ უნდა გადავიდეს რაღაც ზღვარს შეურაცხყოფის დროს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ზიზღისა და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივი დავის დაწყებას გამოეხმაურა.

„ჩვენი ერთ-ერთი დაპირება საზოგადოებისადმი არის ის, რომ აუცილებლად უნდა დასრულდეს საქართველოში ფსევდო ლიბერალური ფაშიზმი, რომელმაც უკვე არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ჩვენ კანონშიც ცვლილება შევიტანეთ მიმდინარე წლის თებერვალში და შესაბამისად, ყველა ვალდებულია, რომ კანონს სცეს პატივი. აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. რა თქმა უნდა, ოპოზიცია აჟიოტაჟს ატეხდა, როგორც ყველა თემაზე, მაგრამ აქ უჩვეულო არაფერია.

ჩვენი სურვილი რა არის და კანონი რას ითვალისწინებს, რომ რაღაც ზღვარს მიღმა არ უნდა გადავიდეს არავინ შეურაცხყოფის დროს. კი, რა თქმა უნდა კრიტიკა მისაღებია, შეიძლება ვიღაც რაღაცაში არ გვეთანხმებოდეს და ამაში ყველა თავისუფალია, რომ შეკრება გააკეთოს, მიტინგი მოაწყოს, სოციალურ ქსელში პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ როდესაც ეს უკვე გადავიდა ისეთ სტადიაზე, სადაც შეურაცხყოფას აყენებენ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს ან თანამდებობის პირებს, არამედ ოჯახის წევრებსაც გადასწვდნენ და ა.შ. რა თქმა უნდა, კანონმა ამას უნდა უპასუხოს. ეს ჩვენი უფლებაც არის და ვალდებულებაც. პარლამენტი არა მხოლოდ კანონის მიღებაზე მუშაობს, რა თქმა უნდა ეს კანონი შემდეგ უნდა აღსრულდეს კიდეც“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მან ასევე უპასუხა წამყვანის კითხვას, არის თუ არა განსაზღვრული რა არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში კრიტიკა და რა განიხილება კანონდარღვევად.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც იქნება ნებისმიერი ორგანოს მიერ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პოლიტიკური სპეკულაციები. ამას ჩვენი მიჩვეულები ვართ და ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. რა განისაზღვრება კანონდარღვევად ამას კონკრეტული უწყებები თავად გადაწყვეტენ, თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას აყენებ და აგინებ, ეძახი შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მონას ეძახი და ა.შ. იქ კითხვის ნიშანი არავის უნდა უჩნდებოდეს, ეს არის თუ არა შეურაცხყოფა“,- აღნიშნა მაჭავარიანმაა.

ფრაქცია „ქართული ოცნება“ რადიკალური ჯგუფების ზიზღისა და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივ დავას იწყებს. საჩივრით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და ტერორის პროპაგანდით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749284405

სპორტი

ფრენბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

საქართველოს ქალთა ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა გოგონებმა ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები 3-2 დაამარცხეს. გადამწყვეტი მ...

ფრენბურთელები

1749284312

ახალი ამბები

ბათუმში აფროსნობაში ღია პირველობა დაიწყო

სტარტი აიღო ბათუმის ღია პირველობამ აფროსნობაში. რეგატაში მონაწილეობას იღებენ თბილისის, ფოთისა და ბათუმის აფროსანთა კლუბების სპორტსმენები ლაზერის და ოპტიმისტის კლასში. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის...

 აფროსნობა

1749283618

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის მიზეზი მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის მიზეზი მისცა. ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტების...

დონალდ ტრამპი

1749281999

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირიდააკ...

 ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა

1749279272

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყის და ეგვიპტის - ჯამშ...

დაკავება, პოლიცია