ლევან მაჭავარიანი უვიზო მიმოსვლის შესახებ განცხადებებზე: ნაცნობი რიტორიკაა - მუქარის, შანტაჟის ენით საუბრის გაგრძელება

„ეს ნაცნობი რიტორიკაა - მუქარის, შანტაჟის ენით საუბრის გაგრძელება, როდესაც ქალბატონმა კალასმა ახსენა პოლიტიკოსების დაკავების საკითხი და პოლიტიკურ დევნას უწოდებენ ამას“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი კაია კალასის განცხადებას, რომ საქართველოს რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნული საკითხის განხილვას მუქარასა და შანტაჟს უწოდებს.
„მისი განცხადებიდან ახალი არაფერი გაგვიგია. ეს ნაცნობი რიტორიკაა - მუქარის, შანტაჟის ენით საუბრის გაგრძელება, როდესაც ქალბატონმა კალასმა ახსენა პოლიტიკოსების დაკავების საკითხი და პოლიტიკურ დევნას უწოდებენ ამას.
თვითონ აკვირდებიან, როგორ ვითარდება მოვლენები, თავიანთივე დავალებით, რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერები, დემონსტრაციულად არღვევენ კანონს, იციან ამას რა სასჯელი მოჰყვება და თავისი ფეხით მიდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
იგივე კანონის დარღვევაზე, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში გაცილებით მკაცრი სანქციებია, ჩვენთან ეს ყველაფერი, ითვალისწინებს ერთწლიან პატიმრობას.
სწორედ ამას ემსახურებოდა ბატონი ყაველაშვილის წინადადება, რომლითაც ის სთავაზობს რადიკალურ ლიდერებს მიმართონ შეწყალებით და ის გამოიყენებს თავის დისკრეციულ უფლებას და შეიწყალებს მათ, იქიდან გამომდინარე, რომ სასპეკულაციო არავის არ დარჩეს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რათა არავის არ ჰქონდეს სალაპარაკო ამ თემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1752675239
საზოგადოებავილი სანიოლი: მამარდაშვილის ტრანსფერი დიდი და პოზიტიური ამბავი იყო ქართული ფეხბურთისთვის, გუნდს ბევრ ქულას მოუტანს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ისაუბრა. „როდესაც, ნაკრების პირველი ნომერი მეკარე „ლივ...
1752674174
მსოფლიოუკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება უკრაინის უმაღლეს რადაში. კონფლიქტი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის გადადგომის საკითხის განხილვამდე ათი წუთით ადრე დაიწყო. პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტ...
1752673010
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს ომერ ბოლათს შეხვდა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორი...
1752671461
საზოგადოებალარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7138 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1752671273
საზოგადოებაფაშინიანი: სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას უფრო დატოვებს, ვიდრე საკუთარ წევრობას აღადგენს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიამა განაცხადა, რომ ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას უფრო დატოვებს, ვიდრე წევრობას აღადგენს. „უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ჩვენ დავტოვებთ...