საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 27 წელი შესრულდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან იური ფირცხალაიშვილთან ერთად, პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე მიულოცა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამშრომლები შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობით, 15 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსის მადლობით დააჯილდოვა.

„სანაპირო დაცვა დღეს მტკიცედ დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და საკვანძო როლს ასრულებს ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, სანაპირო დაცვის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ამოცანებს”, - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა.

ღონისძიებას ფოთის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან და ფოთის მერთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752683066

ახალი ამბები

დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი - ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მოხდა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველადი ინფორმაციით, მძიმე...

პოლიციაპოლიცია

1752682020

საზოგადოება

„აღნიშნული არის სრული სიცრუე“ - შემოსავლების სამსახური საქართველოში სომხური ტვირთების ბლოკირების შესახებ მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გარკვეული მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ საქართველოში სომხური ტვირთების (მათ შორის გაზპროდუქტების) „ბლოკირების“ შესახებ გა...

 შემოსავლების სამსახური

1752681976

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150,000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიღარიბე კი განახევრდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომი...

ვახტანგ ცინცაძე

1752681886

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ო...

 ირაკლი კობახიძე

1752680667

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ი...

პრემიერ-მინისტრი