ლევან მახაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის პლატფორმები, სადაც საღად აფასებენ მოვლენებს, ეს მაძლევს იმედს, რომ იდეოლოგიურად მოტივირებული დეპუტატების განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შეფასებებს, რომლებიც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნების და ხელისუფლების გაშავებაში, საქართველოს იმიჯის დაზიანებაში და საერთაშორისო არენაზე საქართველოს რეპუტაციის მაქსიმალურად დაზიანებაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია, რომ ევროსაბჭოში ფაქტებით და რეალური ინფორმაციით ისაუბრონ.

„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო ცხელი შეფასებები გვექნება. ეს ახალი სცენარი არ არის, ეს ის სცენარია, რაც წინა საპარლამენტო არჩევნების დღეს ვნახეთ. როგორც ჩანს, ზაფხულის ცხელი დღეებიდან საღათას ძილით გამოიღვიძეს ჩვენმა ოპოზიციონერებმა და იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას ელაპარაკონ, დაიწყეს მათი უცხოელი მფარველებისგან მსგავსი განცხადებების გაკეთება. ამ ადამიანებს აქვთ დადასტურებული გზა და ისტორია იმის, თუ როგორ აზიანებდნენ, აშავებდნენ და დარტყმებს აყენებდნენ საქართველოს, მათ შორის არჩევნების დროს და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერთან საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში იქნება, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფორმატში თუ სხვა ფორმატში ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, რომელიც შეიძლება მათ აღელვებდეთ.

მათი მთავარი მიზანი ამ მომენტში არის საქართველოს დაზიანება მოკლევადიანად მოახდინონ და ამით წაეშველონ ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის სხვა პლატფორმები, სადაც რეალურად საღად აფასებენ ამა თუ იმ მოვლენას და პროცესებს. სწორედ, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ამ იდეოლოგიურად მოტივირებული რამდენიმე დეპუტატის განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება“, – განაცხადა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755707876

ახალი ამბები

ქობულეთში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

 ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტო ,,ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამო...

აა

1755702553

ახალი ამბები

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

 ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯ...

საავტომობილო მოძრაობა

1755698447

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი კლდიაშვილის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით NGO-ების დუმილზე: ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ

„ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ“, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვ...

პოლიტიკოსები

1755696201

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

 ვალუტის კურსი

1755694099

ახალი ამბები

წყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...

 წვიმა და ელჭექი