საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრაზილიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიაში იმყოფება, სადაც პირველი შეხვედრა ბრაზილიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ჰუგო მოტასთან გამართეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და მისი განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

საუბრის თემას ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები წარმოადგენდა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და გამოცდილების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ბრაზილიის ხელისუფლებას, მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრის დასასრულს, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს.

საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარემ ბრაზილიელ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე წარუდგინა და აღნიშნა მათი ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველო-ბრაზილიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ზურაბ მჭედლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755702553

ახალი ამბები

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

 ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯ...

საავტომობილო მოძრაობა

1755698447

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი კლდიაშვილის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით NGO-ების დუმილზე: ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ

„ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ“, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვ...

პოლიტიკოსები

1755696201

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

 ვალუტის კურსი

1755694099

ახალი ამბები

წყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...

 წვიმა და ელჭექი

1755692506

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით...

5 516 აბი არადეკლარირებული