მაია ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებზე: ერთი წელი გავიდა და ეს არის ის დრო, რომელიც გაჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია, მით უმეტეს სასიკვდილო
„ვცდილობ, რისი მტკიცებაც შეიძლება მხოლოდ იმაზე ვისაუბრო. გავიდა ერთი წელი, ერთი წელი არის ის დრო, რომელიც გაჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია, მით უმეტეს სასიკვდილო“, - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა სტუმრად „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ განაცხადა.
ნიკოლეიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე, აქციაში მონაწილე პირების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია.
ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ ფაქტია, მძიმედ არ ყოფილან, თორემ კლინიკაში მივიდოდნენ.
„ერთი, ცოცხლები არიან, და მეორე მათ ჯანმრთელობას არ მიადგა სერიოზული საფრთხე, რომლის შედეგები სახეზე იქნებოდა. ანუ ყველაფერმა გაიარა უკვალოდ. ის, რომ ცუდად იგრძნეს თავი, კი ბატონო. მერე? სად მივდივართ. თუ მათ ჰქონდათ ძალიან გამოხატული მდგომარეობა და თან ექიმებმა, რომლებიც იბრალებენ იმას, რომ ანკეტირება მოახდინეს და კვლევები მოახდინეს, ისინი ხომ მათ გვერდით იყვნენ? რატომ არავინ მივიდა? შეიძლება მძიმედ არ იყო და ფაქტია, რომ მძიმედ არ ყოფილა, თორემ კლინიკაში მივიდოდნენ. ორჯერ ორი ოთხია, ადამიანი ცუდად რომ არის მიდის კლინიკაში. ენდობა ხელისუფლებას თუ არ ენდობა ექიმთან მიდის. პოლიციას ყოველთვის იძახებენ, რატომ არ გვიცავს პოლიციაო, ხომ ამბობენ?! ენდობა თუ არა ხელისუფლებას, ხომ ყველა დემონსტრანტი ამბობს, რომ აი პოლიცია რატომ არ გვიცავს ახლა? - არ ენდობი, მაგრამ პოლიცია გინდა, არ ენდობი, მაგრამ ექიმთან მიხვალ, სხვანაირად ვერ მოიქცევი, იძულებული ხარ ცუდად რომ ხარ. ექიმთან არავინ არ მისულა ეს ერთი. მეორე, დავუშვათ, უბრალოდ უნდოდათ, რომ შეეგროვებინათ ის, რომ აი აქ რაღაც ნივთიერებამ იმოქმედა, ძალიან ბევრი ხალხია ცუდად. შარდი, სისხლი, ანალიზები, ტოქსიკოლოგიური, ნაწილი აქ ნაწილი უცხოეთში, რა გაუჭირდებოდათ, თუ დამფინანსებელი არ იქნებოდა? ეს არის ერთადერთი, რის საფუძველზეც შეიძლება თქვა, რომ აქ მოქმედებდა მომწამვლელი ნივთიერება ან არ მოქმედებდა“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
1764940346
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1764939546
ახალი ამბებილევან მახაშვილი - კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში წნეხს ვერ ვხედავთ და იმედია, არა ზეწოლით, არამედ პირიქით, მაქსიმალურად თანამშრომლობით გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობები
აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ლორენს ვილკერსონის ინტერვიუს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ვილკერსონის განცხადებასთან დაკავშირები...
1764939360
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მარკო ჯურიჩს შეხვდა
ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბ კოლეგასთან მარკო ჯურიჩთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინის...
1764938688
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და...
1764937308
ახალი ამბებინინო წილოსანი უილკერსონის მიერ დასახელებულ სქემაზე: ეს არის სქემა, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, არამედ ის მედიასაშუალებებიც, რომლებიც ახორციელებენ დეზინფორმაციულ სამუშაოებს სხვა ქვეყანაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის, სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ლოურენს უილკერსონის მიერ დასახელებულ სქემას გამოეხმაუ...



























