მიხეილ სარჯველაძე: არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ დაუპირისპირდნენ ლეტალური საშუალებით? ეს ყველაფერი ყალბი აჟიოტაჟია

„არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ დაუპირისპირდნენ ლეტალური საშუალებით? ეს ყველაფერი ყალბი აჟიოტაჟია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

„იაფფასიანი მცდელობებია, ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და ილუზია შექმნან, თითქოს რაღაც ისეთი მოხდა თბილისში აქციებისას, რომელიც სამართალდარღვევას შეიცავს. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა კვალიფიციური ექიმების შეფასებებითაც. თავის მხრივ, აღმოჩნდა, რომ „ბიბისი“ ვისაც ეყრდნობოდა, მათ ისეთი რამ არ უთქვამთ. ამიტომ, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ასეთი მცდარი, არასწორი, უსაფუძვლო დასკვნებისგან“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი.

„ადამიანებს როდესაც ეუბნებიან, თითქოს ვინმემ ვინმე მოწამლა, ზედმეტად ფრთხილები უნდა იყვნენ. მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებითაც მარტივად დასტურდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმის სათქმელად, რომ აბსოლუტურად არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით. ნივთიერება, რომელზედაც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არც ზავდება. ძალიან გთხოვთ, ვიდრე ადამიანებს ეტყვით, რომ ისინი მოწამლეს კონკრეტული ნივთიერებით, მანამდე მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764939546

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი - კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში წნეხს ვერ ვხედავთ და იმედია, არა ზეწოლით, არამედ პირიქით, მაქსიმალურად თანამშრომლობით გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობები

აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ლორენს ვილკერსონის ინტერვიუს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ვილკერსონის განცხადებასთან დაკავშირები...

ლევან მახაშვილი

1764939360

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მარკო ჯურიჩს შეხვდა

ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბ კოლეგასთან მარკო ჯურიჩთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინის...

მაკა ბოჭორიშვილი

1764938688

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და...

მაკა ბოჭორიშვილი

1764937308

ახალი ამბები

ნინო წილოსანი უილკერსონის მიერ დასახელებულ სქემაზე: ეს არის სქემა, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, არამედ ის მედიასაშუალებებიც, რომლებიც ახორციელებენ დეზინფორმაციულ სამუშაოებს სხვა ქვეყანაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის, სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ლოურენს უილკერსონის მიერ დასახელებულ სქემას გამოეხმაუ...

ნინო წილოსანი

1764936562

საზოგადოება

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი „ქუჩის ბირჟების“ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება. „ვაცხადებ კონკურს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები ს...

მიხეილ სააკაშვილი