მაკა ბოჭორიშვილი: ეს კონფერენცია კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და დამატებითი მუხტი შევძინოთ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისკენ მიმართულ ჩვენს ერთიან ძალისხმევას

პირველ რიგში, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ესპანეთის სამეფოს მთავრობას ულამაზეს ქალაქ სევილიაში ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის. უდიდესი პატივია, საქართველოს სახელით, ამ უმნიშვნელოვანეს კონფერენციაში მონაწილეობა, განსაკუთრებით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ასეთ გარდამტეხ ეტაპზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„დღესდღეობით, მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
პანდემიის გახანგრძლივებული გავლენა, მიმდინარე კონფლიქტები, მზარდი უთანასწორობა, ჰუმანიტარული კრიზისები, სასურსათო უსაფრთხოების არარსებობა და კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად აფერხებს 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებას.
ეს კონფერენცია კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა, დამატებითი მუხტი შევძინოთ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისკენ მიმართულ ჩვენს ერთიან ძალისხმევას, და უზრუნველვყოთ, რომ არავინ დარჩეს პროცესს მიღმა.
ძვირფასო კოლეგებო, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გამოავლინა დიდი სიმტკიცე. გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური დისციპლინის წყალობით, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე.
აღნიშნულის შედეგად, შესაძლებელი გახდა გარე შოკების დაძლევა და შთამბეჭდავი პროგრესის მიღწევა - 2021 წელს დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო გასული ოთხი წლის განმავლობაში - საშუალოდ 9.7%-იანი ზრდა.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ფართომასშტაბიან ხასიათს ატარებს და მიღწეულ შედეგები განპირობებულია ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და მომსახურების სფეროებში მიღწეული თვალსაჩინო შედეგებით.
სწრაფი აღდგენის ტენდენციები ფიქსირდება ტურიზმის სექტორშიც - 2024 წელს მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 35%-ით გადააჭარბა და ზრდა 2025 წელსაც გრძელდება.
მდგრადი განვითარების ხანგრძლივი პერსპექტივის უზრუნველსაყოფად, ჩვენი პრიორიტეტია საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირება და განახლებად ენერგიაზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და დაკავშირებადობაზე ყურადღების კონცენტრირება.
საქართველო გამოირჩევა მნიშვნელოვანი პროგრესით და მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატით, რასაც მისი სტაბილური სამართლებრივი სისტემა და ბიზნესს გარემო განაპირობებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მიერ ჩატარებული „ღია ბიუჯეტის 2023 წლის კვლევის“ თანახმად.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 7 წევრ სახელმწიფოს „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მონაცემების შესაბამისად.
მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ - საქართველო 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია.
საქართველომ ეს წინსვლა შეძლო, მიუხედავად უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა.
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას.
ჩვენ კვლავაც მოწოდებულნი ვართ განვაგრძოთ სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის, სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო დაკავშირებადობის გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
ბოლო წლებში ჩვენ აქტიურად ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს - განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის, საგადასახადო და საბაჟო სისტემების გაუმჯობესების სფეროებში.
საქართველო მომავალშიც მზად არის, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ ეფექტიანი და ინკლუზიური გლობალური ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას.
დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განვითარების დაფინანსების მეოთხე კონფერენცია (FfD) მხოლოდ პროგრესის შემაჯამებელ პლატფორმად არ უნდა დარჩეს.
მან მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს შემდგომ ქმედებებს.
საქართველო მზად არის, შეასრულოს თავისი როლი და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ფინანსურმა სისტემებმა უზრუნველყონ არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ინკლუზიური და მდგრადი განვითარება ყველასთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1751391906
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...
1751391869
მსოფლიოპუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...
1751389681
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...
1751389646
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...
1751389614
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს
„სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზ...