მარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია

ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო და რამდენიმე კერძო პროფესიული სასწავლებელი, სადაც მეზღვაურის პროფესიას ყოველწლიურად 2000-მდე სტუდენტი ეუფლება. ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და წინსვლა, კარიერული ზრდა და ქართული დროშის ქვეშ სიამაყით ცურვა უსურვა.

მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა და სხვა სტუმრებმა სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან.

„საქართველო განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტს გადის, როდესაც სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ინტერესად გამოცხადებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. საქართველო წარმოადგენს „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან რგოლს, ამ დერეფნის საკვანძო ელემენტი კი საზღვაო პორტები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალები არიან. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მეზღვაურთა სახელმწიფო რეესტრში 20,000-მდე მეზღვაურია დარეგისტრირებული. საქართველოს საკმარისი გამოცდილება და ტრადიცია გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენს ნავსადგურებს, ნაოსნობასა და საზღვაო საქმეს საკუთარი ძალისხმევით გავუძღვეთ, საკუთარ საჭიროებებს ჩვენვე მოვემსახუროთ და გამოცდილება საერთაშორისო ნაოსნობაშიც მივიღოთ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა, მათ შორის, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ოთხ ნავსადგურს უახლოეს მომავალში მეხუთე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეემატება, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ექნება საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში და მთლიანად ქვეყნის ტრანზიტულ-ლოგისტიკურ პოტენციალს გააძლიერებს.

„რაც მთავარია, თითოეულ მოქმედ თუ მომავალ მეზღვაურს უნდა ახსოვდეს, რომ მათი საქმე და დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში უნდა გავუზიაროთ ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება და ჩვენი სამშვიდობო თანმიმდევრული პოლიტიკა აუცილებლად გამოიღებს შედეგს ამ მიმართულებით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ტრადიციულად მეზღვაურის ფიცის დადების და ღვაწლმოსილი მეზღვაურების და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ამასთან, ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ მეზღვაურებს და მათ საპატივსაცემოდ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751391906

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში

ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...

სულხან თამაზაშვილი

1751391869

მსოფლიო

პუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...

პუტინი და მაკრონი

1751389681

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...

მაკა ბოჭორიშვილი

1751389646

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია

„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1751389614

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს

„სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზ...

ირაკლი კობახიძე